|
2023-07-01 11:27:51, 821 ნახვა
პოლიტიკა
სააკაშვილი - ჩემთვის დღესავით ნათელია, რომ პუტინს ხელისუფლებაში კვირები რჩება
ჩემთვის დღესავით ნათელია, რომ პუტინს რჩება კვირები ხელისუფლებაში, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, უკრაინის პროგრესი სახეზეა და აღნიშნავს, რომ ბახმუტს უკრაინელები უახლოეს კვირებში დაიბრუნებენ , აზოვის ზღვას მიაღწევენ მაქსიმუმ სექტემბერში და დაიწყებენ ყირიმში შესვლას, "ყირიმში შესვლა კი ნიშნავს პუტინის აღსასრულს". "მე კარგად ვიცნობ პუტინს და ვაკვირდები ეს დღეები და ასეთი ისტერიული მე ის არ მახსოვს. ჩემთვის დღესავით ნათელია, რომ პუტინს რჩება კვირეები ხელისუფლებაში. შემდეგ იქნება მოკლე გადასვლა და დიდი არეულობა. რამდენად სწრაფად მოხდება ეს დიდწილად დამოკიდებულია უკრაინის წინსვლის გაგრძელებაზე ბრძოლის ველზე. პროგრესი სახეზეა, ბახმუტს უკრაინელები დაიბრუნებენ უახლოეს კვირეებში, აზოვის ზღვას მიაღწევენ მაქსიმუმ სექტემბერში და დაიწყებენ ყირიმში შესვლას. ყირიმში შესვლა კი ნიშნავს პუტინის აღსასრულს. დააკვირდით, პირველად თავისი მმართველობის განმავლობაში ჩემს სტილში გავიდა ხალხში პუტინი. ამხელა რუსეთში ვერსად ვერ გარისკეს და ჩაიყვანეს ყველაზე ჩამორჩენილ რეგიონში დაღესტანის დერბენტში, სადაც ადვილი იყო ამის ორგანიზაცია. როდესღაც ყოვლისშემძლე იმპერატორი ასე რომ იმცირებს თავს მისი თვალსაზრისით ეს ყველაფრის მთქმელია", - წერს სააკაშვილი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)