|
2023-07-01 10:59:52, 929 ნახვა
საზოგადოება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძე მეხორბლე ფერმერებს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძე სიღნაღის მუნიციპალიტეტში, ადგილობრივ მეხორბლე ფერმერებს კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი ალადაშვილთან, ლაგოდეხის, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტების მერებთან და თვითმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრას კახეთის მხარეში მცხოვრები 60-ზე მეტი მეხორბლე ფერმერი ესწრებოდა. მათი განცხადებით, შარშანდელი მოსავლის რეალიზაცია ნელი ტემპით მიმდინარეობს. მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, იმპორტირებულ ფქვილზე დაწესდა დროებითი დამატებითი საფასური, თუმცა, ამ გადაწყვეტილებამდე ქვეყანაში შემოსული ფქვილის მარაგები ჯერ კიდევ დიდია. აღინიშნა, რომ, ორი კვირის ინტერვალში, მარაგების შემცირების საფუძველზე, გაიზრდება ადგილობრივ ფქვილზე მოთხოვნა, წისქვილკომბინატები ადგილობრივი ფერმერებისგან სასურსათო ხორბალს ბაზარზე არსებულ სამართლიან ფასად ჩაიბარებენ. პროცესში აქტიურად ჩართვის მზაობას აცხადებენ, როგორც მცირე, ისე დიდი წარმადობის წისქვილები. „ბოლო პერიოდში ინტენსიური შეხვედრები მიმდინარეობდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების და დარგის წარმომადგენლებს შორის. ჩვენი მიზანი იყო ყველა, მხარესთან შეჯერებით მიგვეღო გადაწყვეტილება, რომლითაც, ერთი მხრივ, შევინარჩუნებდით პურის ფასს და, მეორე მხრივ, ფერმერები შეუფერხებლად შეძლებდნენ მოსავლის რეალიზაციას“, - განაცხადა თენგიზ ნასარიძემ. აღსანიშნავია, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, მეხორბლე ფერმერების მხარდაჭერას ახალი მოსავლის აღების პროცესშიც აგრძელებს. სამინისტროში შექმნილია საკოორდინაციო ჯგუფი. სახელმწიფოსა და კერძო სექტორის მიერ მობილიზებულია, დაახლოებით, 300 ერთეული მოსავლის ამღები ტექნიკა. ხორბლის აღების პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს.
ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე დაკავებული ლაშა ფურცხვანიძე ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს
უკრაინის რადამ ახალ პრემიერ-მინისტრად სერგეი კორეცკი დაამტკიცა
ComCom ფორმულას ტერმინების გამო კანონის დარღვევას უკვე მესამედ ედავება
მარია ზახაროვა - საქართველოს დამოუკიდებლობა დასავლეთისთვის ყელში გაჩხერილი ძვალი გახდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სარატოვის ოლქში სამხედრო აეროდრომს შეუტია
რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია – დაიღუპა 2, დაშავდა 5 ადამიანი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)