|
2023-06-30 20:49:15, 986 ნახვა
პოლიტიკა
წილოსანი ღარიბაშვილს - მე გეტყვით ჩვენი მოსახლეობის 80%-ის სახელით მადლობას
რადგან ჩვენი ოპონენტები არ გეტყოდნენ მადლობას იმისათვის, რომ სანქციების მონიტორინგის ჯგუფმა ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი დასკვნა დადო იმის შესახებ, რომ საქართველოს ყველანაირი მექანიზმი აქვს შემუშავებული, რათა სანქციების გვერდის ავლის რისკების იდენტიფიცირება მოახდინოს და არ გახდეს ამის ხელშემწყობი ქვეყანა, მე გეტყვით ამისთვის მადლობას,- ასე მიმართა უმრავლესობის წევრმა, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. ნინო წილოსანის თქმით, "გამაოგნებელი იყო ოპოზიციის მხრიდან პირველ პირში დაზუსტებით მტკიცება, რომ საქართველო აპრიორი არის სანქციების თავის არიდების ხვრელი". „რადგან აქ ოპონენტები სათანადოდ ვერც მშვიდობას აფასებენ და კმაყოფილებას არც ამაზე გამოხატავენ, უფრო მეტიც, ყველაფერს აკეთებენ, რომ ბომბები გვეცემოდეს თავზე, მე გეტყვით ჩვენი მოსახლეობის 80 პროცენტის სახელით მადლობას, რომ შევძელით - თქვენ და ყველამ ერთად მშვიდობის უზრუნველყოფა იმ პირობებში, როცა ირგვლივ 2022 წლიდან მოყოლებული ცეცხლის ალში ვართ გახვეული და ამ პირობებში ძალიან რთულია დაიცვა სამშობლო განადგურებისგან, ჩვენი შიდა თუ გარე გამოწვევების მიუხედავად, ეს შევძელით",- განაცხადა ნინო წილოსანმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)