|
2023-06-30 17:45:37, 1070 ნახვა
პოლიტიკა
ღარიბაშვილი - სანამ გადავდგებოდი, ჩემი ორგანიზებით, სოხუმისა და ცხინვალის ციხეებიდან ყველა ქართველი პატიმარი იქნა გამოშვებული
ჩემი ორგანიზებით, ჩემი კოორდინაციით, აფხაზეთიდანაც, სოხუმის ციხიდან და ცხინვალის ციხიდან ყველა ქართველი პატიმარი იქნა გამოშვებული. ეს იყო ჩემი ჩართულობა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა საპარლამენტო ტრიბუნიდან აღნიშნა, საქართველოს ბევრი მოქალაქე რუსეთის ფედერაციის ციხეებიდანაც გათავისუფლდა. "მე ვიყავი პრემიერ-მინისტრი მაშინ, როდესაც ჩვენს მიერ შექმნილი ფორმატის გამოყენებით, ჩვენი სპეცწარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის ჩართულობით, ძალიან ბევრი მოქალაქე გათავისუფლდა რუსეთში ციხეებში ვინც იხდიდა სასჯელს - ჯერ კიდევ წინა მთავრობის ომის დროს დაპატიმრებულები. ეს ერთი ფაქტი, კონკრეტული შედეგი... მეორე - მე სანამ გადავდგებოდი პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან, აქტიური კომუნიკაცია მქონდა სხვადასხვა არხების გამოყენებით და სწორედ ჩემი ორგანიზებით, ჩემი კოორდინაციით, აფხაზეთიდანაც, სოხუმის ციხიდან და ცხინვალის ციხიდან ყველა ქართველი პატიმარი იქნა გამოშვებული. ეს იყო ჩემი ჩართულობა... ამაზე მუდმივად მიმდინარეობს მუშაობა. სუს-ი არის აქტიურად ჩართული, ჩვენი პოლიცია და მაქსიმუმს ვაკეთებთ რაც შეგვიძლია. ადამიანებს გადაწურული ჰქონდათ იმედი - ერთი სპეცრაზმელი იყო, 20-25 წელი ჰქონდა მისჯილი სოხუმის ციხეში. ბევრი რაღაცები გავაკეთეთ. რაც შეგვიძლია, ვაკეთებთ და კიდევ გავაკეთებთ უფრო მეტს. ამაზე მიდის მუშაობა და დამერწმუნეთ, შედეგები იქნება",- თქვა პრემიერ-მინისტრმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)