02:14 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-30 17:12:33, 1061 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი - ჩვენი ოპოზიცია გაიქცა პარლამენტის დარბაზიდან, რომ მიეხმარონ ბატონ „ქურქუმალ ვაითს“

ჩვენი ოპოზიცია გაიქცა პარლამენტის დარბაზიდან, რომ მიეხმარონ ბატონ „ქურქუმალ ვაითს“,- აღნიშნულის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

ღარიბაშვილის თქმით, იტოვებს უფლებას ოპოციზიციის მიერ დასმულ შეკითხვებს არ უპასუხოს.

„მე შემატყობინეს, რომ ჩვენი ოპოზიცია გაიქცა პარლამენტის დარბაზიდან, რომ მიეხმარონ ბატონ „ქურქუმალ ვაითს“, როგორც იგი თავად უწოდებს თავის თავს. სამწუხაროა და ძალიან საწყენია ის, რომ ჩვენ დღეს არ გვყავს, შეიძლება ასე ითქვას, წარმომადგენელი ოპოზიცია, რომელმაც ძალიან ბევრი კითხვა დამისვა და კითხვებზე პასუხების მოსასმენად დარბაზში აღარ დაგვხვდნენ. შესაბამისად, რა თქმა უნდა, მე  ვიტოვებ უფლებას, რომ მათ აბსურდულ კითხვებს და მით უმეტეს, შეურაცხყოფებს არ გამოვეხმაურო, არ ვუპასუხო. მე მინდა გითხრათ, რომ საზოგადოებისთვის მაინც გავაკეთო რამდენიმე მათ გამონათქვამზე რეაგირება იმისთვის, რომ არ დარჩეს განცდა იმისა, რომ ჩვენ რაიმე კითხვას გავურბივართ“,-განაცხადა ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ კასპში მისი მოსახლეობასთან შეხვედრის ჩაშლა სცადეს.

აღნიშნულის შემდეგ, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ აღარ აპირებდნენ პრემიერის წლიური ანგარიშის მოსმენას და პარტია კასპში მიემართებოდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics