|
2023-06-30 17:04:54, 1009 ნახვა
პოლიტიკა
ღარიბაშვილი სააკაშვილზე - როგორ ლაჩრულადაც გარბოდა აგვისტოს ომის დროს, ისე ლაჩრულად შემოიპარა ქვეყანაში
ადამიანმა შეგნებულად საზღვარი გადმოკვეთა უკანონოდ, არ ეყო ელემენტარული ღირსება და ვაჟკაცობა, რომ წამოსულიყო, ეყიდა ბილეთი და ჩამოსულიყო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში საქართველოს მესამე პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა. როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში "ლაჩრულად, მზაკვრული გეგმით შემოვიდა, რომ ქვეყანაში მომხდარიყო სისხლის ღვრა და გადატრიალება". "ადამიანმა შეგნებულად საზღვარი გადმოკვეთა უკანონოდ, არ ეყო ელემენტარული ღირსება და ვაჟკაცობა, რომ წამოსულიყო, ეყიდა ბილეთი და ჩამოსულიყო თუ მართლა აპირებდა რამეს, მაგრამ არა, ლაჩრულად შემოვიდა ისე, როგორც მოიქცა ლაჩრულად აგვისტოს ომის დროს, როდესაც გარბოდა, ასევე ლაჩრულად შემოიპარა მზაკვრული გეგმით, რომ აქ მომხდარიყო სისხლის ღვრა, გადატრიალება და თავისი ილუზიებში ეგონა, რომ დაბრუნდებოდა ხელისუფლებაში", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)