|
2023-06-30 15:29:57, 886 ნახვა
პოლიტიკა
ბოკუჩავა - მივემართებით კასპში, არ ვაპირებთ მოვუსმინოთ რუს პრემიერს, რომელიც მორიგ ჯერზე ვამხილეთ ქვეყნის ღალატში
მივემართებით კასპში, რადგან პოლიტიკური ეპიცენტრი ახლა ისაა და არ ვაპირებთ მოვუსმინოთ რუს პრემიერს, რომელიც მორიგ ჯერზე ვამხილეთ ქვეყნის ღალატში,- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ კასპში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა. ბოკუჩავას თქმით, ბანდიტოკრატიულმა "რუსულმა ოცნებამ" საქართველო ძალადობის პოლიგონად აქცია. "რუსული ოცნების" მხრიდან ორგანიზებული ბიუროკრატიული ბანდიტები მიქსეული იყვნენ პენსიონერებთან და ჰქონდათ მცდელობა, ჩაეშალათ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის და ლიდერების შეხვედრა პენსიონერებთან. ჩვენ დაუყოვნებლივ მოვითხოვთ შინაგან საქმეთა მინისტრისგან, რომ აღდგეს კანონიერება, დაისაჯონ მოძალადეები და აღკვეთოს უკანონობა. პუტინისტურმა, ბანდიტოკრატიულმა "რუსულმა ოცნებამ", ივანიშვილის რეჟიმმა, საქართველო აქცია ძალადობის პოლიგონად, შექმნა ძალადობის სპირალი, სადაც ფიზიკურად უსწორდებიან კრიტიკულად განწყობილ ადამიანებს, მედიის წარმომადგენლებს, ჟურნალისტებს, მოქალაქეებს, პოლიტიკოსებს, პენსიონერებს. მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ რეაგირებას შინაგან საქმეთა მინისტრის მხრიდან. ჩვენც სწორედ მივემართებით კასპში, რადგან ახლა პოლიტიკური ეპიცენტრი ახლა ისაა და არ ვაპირებთ მოვუსმინოთ რუს პრემიერს, რომელიც მორიგ ჯერზე ვამხილეთ ქვეყნის ღალატში",- განაცხადა ბოკუჩავამ. ცნობისთვის, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ კასპში მისი მოსახლეობასთან შეხვედრის ჩაშლა სცადეს. ხაბეიშვილის თქმით, ადგილობრივებთან შეხვედრისას „ქართული ოცნების“ აქტივისტებმა და გორისა და კასპის საკრებულოს წევრებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და პირადი ავტომობილი დაუზიანეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)