|
2023-06-30 14:43:42, 854 ნახვა
პოლიტიკა
ინჯია - იცემა მშვილდაძე, ბერძენიშვილი, ჯაფარიძე, ქუთელია და ბევრია კიდევ საცემი
როგორც ცნობილია, ბოლო პერიოდში იცემა მშვილდაძე, ბერძენიშვილი, ჯაფარიძე, ქუთელია და ამ სიას პარლამენტის წევრები შეიძლება შეემატონ და ბევრია კიდევ საცემი და მიზეზი რა არის ბატონო პრემიერ-მინისტრო?! ,- ასე მიმართა „ევროპელი სოციალისტების" დეპუტატმა, ფრიდონ ინჯიამ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. ინჯიას თქმით, გახშირებული თავდასხმებისა და ძალადობის მიზეზი ცილისწამებისა და შეურაცხყოფის შესახებ კანონის დღემდე არ მიღებაა. "როგორც ცნობილია, ბოლო პერიოდში იცემა მშვილდაძე, ბერძენიშვილი, ჯაფარიძე, ქუთელია და ამ სიას, პარლამენტის წევრები შეიძლება შეემატონ და ბევრია კიდევ საცემი და მიზეზი რა არის ბატონო პრემიერ-მინისტრო?! მე ვფიქრობ, ეს არის ცილისწამებისა და შეურაცხყოფის შესახებ კანონის დღემდე არ მიღება, თუ იქნება ასეთი კანონი, რომელიც შეურაცხყოფას აკრძალავს და ცილისწამებას, გინდაც უწმინდესის მიმართ, შეიძლება ეს სია შემცირდეს და საერთოდ არ იყოს. ეს მოთხოვნა იყო და ეს ეხება კიდევ შეკრებებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონს, აკრძალვა კი არ არის, აქ არის შეზღუდვა იმ ტერიტორიების, ლოკაციების, სადაც პროპაგანდა ამის თაობაზე არ უნდა იყოს, მაგალითისთვის, იქ სადაც თქვენ პატარა ბავშვი პირველ კლასში მიგყავთ, იქ არ იყოს სურათი, რომელიც არის, არ მინდა ახლა, ეს უხერხულობას იწვევს მოსახლეობაში, 98%. ასეთი კანონები, რამდენიმე, 4 მზად გვაქვს ჩვენს პოლიტიკურ ჯგუფს",- განაცხადა ინჯიამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)