|
2023-06-30 10:56:53, 1072 ნახვა
საზოგადოება
„თიბისის“ ტექ განათლების ზაფხულის კურსებზე 600 მოსწავლე სწავლობს
„თიბისის“ ტექნოლოგიური განათლების პროგრამის ზაფხულის კურსებზე - მოლაპარაკე პროგრამების, ვებგვერდების და კომპიუტერული თამაშების შექმნას - 600 სკოლის მოსწავლე სწავლობს. დღეს ტექნოლოგიებში გათვითცნობიერება, საქმიანობის ნებისმიერ სფეროში, წარმატების მიღწევის განმსაზღვრელია. სწორედ ამიტომ, „თიბისი“, მთელი საქართველოს მასშტაბით, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებისთვის, თანამედროვე პროფესიების შემსწავლელ, სრულად დაფინანსებულ, საგანმანათლებლო პროგრამას ახორციელებს. ტექ განათლების მოკლე და გრძელვადიან კურსებზე დასასწრებად, პირველ ეტაპზე, 1000-ზე მეტი რეგისტრირებულიდან 600 ახალგაზრდა შეირჩა, რომლებიც ვებგვერდების, მოლაპარაკე პროგრამების (ჩატბოტების) და კომპიუტერული თამაშების შექმნას სწავლობენ. „თიბისის“ ტექნოლოგიური განათლების პროგრამები მოიცავს ონლაინ კურსებს, ვორქშოფებს, კონკურსებს, ჰაკათონებს და სხვა წამახალისებელ-შემოქმედებით მიმართულებებს. აღნიშნული პროგრამების განხორციელებით, „თიბისის“ მიზანია, ხარისხიანი საბაზისო ცოდნა მისცეს უფროსკლასელებს შემდგომი პროფესიული განვითარებისთვის. „თუკი ჩვენ გვინდა რომ მომავალში ჩვენი ქვეყანა უკეთესი იყოს, გზა უკეთესი საქართველოსკენ განათლებაზე გადის. ამიტომ, „თიბისისთან“ ერთდ, შევიმუშავეთ საგანმანათლებლო პროექტი, რომელიც ახალგაზრდებს საშუალებას მისცემს აღმოაჩინონ ახალი შესაძლებლობები. ჩვენი პროექტი ახალგაზრდებს იმ თანამედროვე ტექნოლოგიებს გააცნობს, რომელთა გამოყენებით ისინი თავიანთი იდეების განხორციელებას და საკუთარი პოტენციალის რეალიზებას შეძლებენ“ - სანდრო ასათიანი, უნილაბის დირექტორი. „თიბისის“ განათლების პროექტი ხორციელდება ჯეოლაბის, უნილაბის, ექსპლორიუმის, USAID-ისა და PH International-ის პარტნიორობით. პროგრამა სრულად ფინანსდება „თიბისის“ მიერ. სექტემბრიდან, „თიბისის“ ტექ განათლების კურსებზე მიღება კვლავ განახლდება. შემოდგომიდან „თიბისი“, მოსწავლეებს, არსებულთან ერთად ახალი მიმართულებების, უფრო მრავალფეროვან და მოცულობით კურსებს შესთავაზებს.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)