|
2023-06-29 23:00:51, 905 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტმა შრომის ინსპექციის სამსახურის 2022 წლის საქმიანობის ანგარიში მოისმინა
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე შრომის ინსპექციის სამსახურის 2022 წლის საქმიანობის ანგარიში ქვეყნის მთავარმა შრომის ინსპექტორმა წარადგინა. ამის შესახებ განცხადებას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, გასულ წელს მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული არაერთი მიმართულებით. "სამუშაო სივრცეში მომხდარი ფატალური შემთხვევები, 2018 წლიდან, შრომის უსაფრთხოების კანონის ამოქმედების შემდეგ, აღნიშნული მაჩვენებელი 41%-ით არის შემცირებული. შრომის უსაფრთხოების კუთხით განხორციელებული ზედამხედველობის ფარგლებში 2022 წელს 2510 პირველადი და შემდგომი ინსპექტირება განხორციელდა. გაიცა 8728 მითითება და ჯამში შედგენილ იქნა 1748 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. შრომის უფლებების მიმართულებით, კი 1024 პირველადი და შემდგომი ინსპექტირება ჩატარდა, შედგა 632 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და გაიცა 3369 მითითება. რაც შეეხება საკანონმდებლო და ნორმატიულ სიახლეებს, შემუშავებულია და საქართველოს კანონმდებლობაში ასახულია 17 ნორმატიული აქტი. ოთხ ევროდირექტივაზე დაყრდნობით შემუშავდა და დამტკიცდა სამი ტექნიკური რეგლამენტი. ბექა ფერაძემ ასევე ყურადღება გაამახვილა სამსახურის ინსტიტუციური გაძლიერებისა და შრომითი ნორმების დაცვის მიმართულებით ცნობიერების ამაღლებისათვის გატარებულ ღონისძიებებზე", - ნათქვამია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)