|
2023-06-29 20:06:49, 945 ნახვა
პოლიტიკა
ევროპელი სოციალისტების პარტიამ „ქართულ ოცნებასთან“ ურთიერთობის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო
ევროპელი სოციალისტების პარტიამ [PES] თავმჯდომარეების დღევანდელ შეხვედრაზე მიიღეს გადაწყვეტილება საქართველოს მმართველ პარტიასთან ყველანაირი ურთიერთობის დაუყოვნებლივ შეწყვეტაზე. ევროპელ სოციალისტების პარტია შეთანხმდა, რომ "ქართული ოცნების" წევრების ქმედებები და პოზიციები PES-ის ღირებულებებთან ძალიან შორსაა. "PES-ის ლიდერებმა თავმჯდომარეებს შესთავაზეს, რომ PES-მა დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ყველანაირი ურთიერთობა ქართულ ოცნებასთან, რაც დაუყოვნებლივ ამოქმედდება. PES-ის თავმჯდომარეობის წევრებმა ეს გადაწყვეტილება ერთხმად დაამტკიცეს" - წერია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. შეგახსენებთ, “ქართულმა ოცნებამ” PES-ის დატოვების შესახებ განცხადება გარიცხვამდე, 11 მაისს გააკეთა. გადაწყვეტილების მიზეზი კი ის შეფასებები გახდა, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის უნგრეთში გამოსვლას მოჰყვა.
TI-მ ნანუკა ჟორჟოლიანის სამდღიან დაკავებასთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სარჩელი შეიტანა
ჯანდაცვის სამინისტრო: C ჰეპატიტის განკურნების მაჩვენებელი საქართველოში 99%-ს აღწევს
საქართველოს პროკურატურამ 21.5 მილიონი ლარის ოდენობის ფულის გათეთრების სქემა გამოავლინა
თიბისიმ მეწარმეებისთვის გადახდების პროცესი კიდევ უფრო გაამარტივა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)