|
2023-06-29 14:02:00, 843 ნახვა
პოლიტიკა
ზახაროვას განცხადებით, რუსეთი ოკუპირებული აფხაზეთის გავლით სომხეთთან სარკინიგზო მაგისტრალის აღსადგენად ყველაფერს აკეთებს
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, მარია ზახაროვას განცხადებით, რუსეთის ფედერაცია ოკუპირებული აფხაზეთის გავლით სომხეთის რესპუბლიკაში მიმავალი რკინიგზის გახსნისთვის ყველაფერს აკეთებს. ზახაროვას ბრიფინგზე დაუსვეს კითხვა, რომ სარკინიგზო მოძრაობა საქართველოს გავლით რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის ბლოკირებულია. ერევანში ამბობენ, რომ პრობლემა აფხაზეთშია. რა პერსპექტივები არსებობს ამ საკითხის გადასაწყვეტად? აღნიშნული კითხვის პასუხად, რუსეთის დიპლომატიური უწყების წარმომადგენელმა განაცხადა: "ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ განვახორციელოთ ფართომასშტაბიანი საგზაო რუკა. ეს საგზაო რუკა, ასე ვთქვათ, მოიცავს სახელმწიფო მეთაურების დონეზე და შესაბამისი კომისიების დონეზე გაფორმებულ დოკუმენტებს ჩვენი ქვეყნების მთავრობების წარმომადგენლების ეგიდით. ყოველდღიურად მიმდინარეობს მუშაობა ამ ყველაფრის განხორციელების უზრუნველსაყოფად".
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)