|
2023-06-29 13:24:00, 857 ნახვა
პოლიტიკა
ღუდუშაური - პრეზიდენტი იმდენად ამსუბუქებული იყო, რომ ოპოზიციის ბევრ მსუბუქი ყოფაქცევისას გაუსწორო
ქალბატონი პრეზიდენტი იმდენად ამსუბუქებული იყო, რომ ოპოზიციის ისედაც ბევრი მსუბუქი ყოფაქცევისას პირდაპირ გაუსწრო,- აღნიშნულის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა. ღუდუშაურის თქმით, "უპრიანი იქნება, რომ სალომე ზურავიშვილმა მოვლენებს უფრო ობიექტურად შეხედოს". „ძალიან სამწუხარო არის, რომ პრეზიდენტი არის უფუნქციოდ დარჩენილი, როგორც ჩანს, ახლა ვეტოების თემა და საქმე გამოელია და დარჩა, ასე ვთქვათ, უფუნქციო თუ ვიტყოდი, რომ რაღაც აქტივობის გარეშე. ქალბატონი პრეზიდენტი, როდესაც გამოვიდა იმდენად ამსუბუქებული იყო, რომ ოპოზიციის ისედაც ბევრი მსუბუქი ყოფაქცევისას პირდაპირ გაუსწრო, რომ რაღაცეები უნდა ჩაკეტილიყო და შემოგვთავაზა ისეთი ვერსიები, რომელიც ნახეთ თქვენ, რომ სულ რაღაც 1 საათში სხვაგვარად წარიმართა. ასე რომ, მეტი სიდინჯისკენ და მეტი პასუხისმგებლობისკენ მოვუწოდებ ყველას. ქალბატონ პრეზიდენტს მე რა უნდა ვურჩიო, მაგრამ უფრო უპრიანი იქნება, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე ვურჩევდი, რომ კარგად გაერკვეს ვითარებაში, შეხედოს მოვლენებს ისე, როგორც არის ობიექტურად, როგორც არის და არა ისე, როგორც უყურებს ვაი ანალიტიკოსი ან ვაი ექსპერტი... იმათ რიცხვში ნუ ჩაეწერება ქალბატონი პრეზიდენტი, ცოტა მეტ სიდინჯეს თუ გამოიჩენს, ურიგო არ იქნება“,- განაცხადა ღუდუშაურმა. შეგახსენებთ, რომ 24 ივნისს, რუსეთში განვითარებული მოვლენების ფონზე საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს უსაფრთხოების საბჭოს დაუყოვნებლივ მოწვევისკენ მოუწოდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)