02:14 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-29 12:07:05, 886 ნახვა

პოლიტიკა
DRI - ახალგორის სკოლებში, სადაც ადრე სწავლა ქართულ ენაზე მიმდინარეობდა, ჩხრეკა ჩატარდა

დროებით ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. უშიშროების სამსახურმა 13 ივნისს ახალგორის მუნიციპალიტეტის სკოლებში ჩხრეკა ჩაატარა. აღნიშნულ ინფორმაციას დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI) ავრცელებს.

DRI-ის ცნობით, ჩხრეკა უკანონოდ, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე,  ერთდროულად ჩატარდა სკოლებში, სადაც სწავლა ადრე ქართულ ენაზე მიმდინარეობდა.

"ამოიღეს დოკუმენტები, სახელმძღვანელოები; მასწავლებლებს და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს ჩამოართვეს ტელეფონები, რომელიც დათვალიერების შემდეგ დაუბრუნეს.

სკოლების ადმინისტრაციისთვის ჩხრეკის მიზეზი უცნობია. ადგილობრივი მოსახლეობის აზრით, სკოლების მიზანში ამოღება ახალგორის მოსახლეობაზე გაძლიერებულ კონტროლს უნდა ნიშნავდეს, რასაც ისიც ადასტურებს, რომ ჩხრეკა, მხოლოდ იმ სკოლებს შეეხო, სადაც 2017 წლამდე სწავლა ქართულ ენაზე მიმდინარეობდა.

ჩხრეკის ფაქტი კიდევ ერთხელ მიუთითებს რეგიონში ქართული მოსახლეობის დისკრიმინაციასა და უფლებების შელახვის პრაქტიკაზე",- აღნიშნავენ დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტში.

DRI აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს ხელისუფლებას რეაგირებისკენ მოუწოდებს.

"ხელისუფლებამ უნდა გამოიყენოს ყველა შესაძლო მექანიზმი ახალგორის მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების დასაცავად  და სასწავლო პროცესში უკანონო ჩარევის აღკვეთისათვის და ახალგორის და გალის რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის მშობლიურ, ქართულ ენაზე განათლების უფლების აღდგენისთვის",- აცხადებენ ორგანიზაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics