|
2023-06-28 23:57:42, 829 ნახვა
პოლიტიკა
ბოკერია - „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოსვლიდან ქადაგებდა ძალადობას და სამწუხაროდ, საპატრიარქოც ხშირად მათი მოკავშირე იყო
"ევროპული საქართველოს" თავჯდომარე, გიგა ბოკერია ტელეკომპანია "ფორმულას" ერთ-ერთ დამფუძნებელზე, მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის ფაქტს გამოეხმაურა. როგორც გიგა ბოკერიამ აღნიშნა, საზოგადოებაში უნდა გაფართოვდეს კონსენსუსი რეჟიმის დემოკრატიულად დასრულებაზე. " „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოსვლიდან მოყოლებული ქადაგებდა ძალადობას და სამწუხაროდ, საპატრიარქოც ხშირად მათი მოკავშირე იყო. არა მარტო ამართლებდნენ, არამედ ქადაგებდნენ ძალადობას, მას "მორალურ" საფუძველს უძებნიდნენ და აიგივებდნენ სიტყვიერ თავდასხმებს ფიზიკურ თავდასხმებთან, რაც ყველა მოძალადეს ახასიათებს ხოლმე და შემდგომ პერიოდში, ეს ძალადობა უფრო ინტენსიური ხდებოდა, როცა ისინი თვლიდნენ, რომ პოლიტიკურად უჭირდათ, ახლა, როგორც ჩანს, ეს პერიოდი დგება. ამაზე ერთადერთი სწორი პასუხია, საზოგადოებაში გაფართოება კონენსუსის, ამ რეჟიმის დემოკრატიულად დამთავრების თაობაზე. ამის გარეშე, ქვეყნის შიგნით გველოდება სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხე, თუ ეს რეჟიმი ძალიან შორს წავიდა და გარე მტრისგან გვემუქრება დამატებითი საფრთხე, სანამ აქ მათი მოკავშირეა ხელისუფლებაში", - განაცხადა ბოკერიამ. ცნობისთვის, როგორც მიშა მშვილდაძემ განაცხადა, მას გუშინ უცნობი პირი თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა. აღნიშნულთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთი პირი დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)