|
2023-06-28 23:18:43, 766 ნახვა
პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილის თქმით, საქართველოში რუსეთის მოქალაქეების შემოსვლას კონტროლი სჭირდება
რუსეთი ტესტავს მეორე ფრონტის რბილ ძალას, რაც არის პროპაგანდა, რაც ხდება რუსების საქართველოში შემოსვლით, რომელსაც, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, სჭირდება კონტროლი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა CNN-თან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, იმ შემთხვევაში თუ რუსულად მოლაპარაკე ხალხი სხვა ქვეყანაში არ არის სათანადოდ დაცული, ეს, შეიძლება, გახდეს რუსეთის ჩარევის მიზეზი, მაგრამ აღნიშნავს, რომ მისი აზრით რუსეთს არ აქვს რესურსი და სურვილი იმისა, რომ გამოცადოს კიდევ ერთი ფრონტი საქართველოში. "ჩვენ შემთხვევაში, ამ მომენტში, არ მგონია, რომ სამხედრო საფრთხე არსებობს - პირველ რიგში იმიტომ, რომ ჩვენ მიმდინარე სამხედრო ოკუპაცია გვაქვს [...] მაგრამ ვფიქრობ, რაც ხდება და რაც მეტად მოხდება, არის ის, რომ რუსეთი ტესტავს მეორე ფრონტის რბილ ძალას, რაც არის პროპაგანდა, რაც ხდება რუსების საქართველოში შემოსვლით, რომელსაც, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, სჭირდება კონტროლი. უმეტესობა არის ხალხი, რომელიც დღევანდელ რუსეთს გამოურბის, ამიტომ ისინი არ არიან პრო-პუტინისტი მოსახლეობა, მაგრამ მეორე მხრივ, ჩვენ ვიცით საფრთხე, რომელსაც რუსეთი იყენებს, რომ თუ რუსულად მოლაპარაკე ხალხი არ არის სათანადოდ დაცული, ეს, შეიძლება, გახდეს რუსეთის ჩარევის მიზეზი, მაგრამ კიდევ ერთხელ, ვერ ვხედავ, რომ მას აქვს რესურსი ან სურვილი გამოცადოს კიდევ ერთი ფრონტი დასავლეთის მიმართ საქართველოში, მაგრამ შეუძლია გამოცადოს რბილი ძალის პოლიტიკა, ანუ პროპაგანდა", - განაცხადა ზურაბიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)