|
2023-06-28 18:43:27, 814 ნახვა
პოლიტიკა
სააკაშვილი - საქართველოში ძალაუფლება კრიმინალურ ჯგუფს აქვს ხელში ჩაგდებული, რომელიც აუცილებლად გადავა მასშტაბურ ძალადობაზე
მეგობრებო, რუსეთში არეულობის და ძალადობის ბოლოჟამის ხანა დაიწყო და საქართველო, რომელიც ივანიშვილმა მეტწილად რუსეთის კლანად აქცია, ზუსტად ამ გზას დაადგა, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. მისივე თქმით, საქართველოში ძალაუფლება "კრიმინალურ ჯგუფს აქვს ხელში ჩაგდებული, რომელიც აუცილებლად გადავა მასშტაბურ ძალადობაზე". "მეგობრებო, რუსეთში არეულობის და ძალადობის ბოლოჟამის ხანა დაიწყო და საქართველო, რომელიც ივანიშვილმა მეტწილად რუსეთის კლანად აქცია, ზუსტად ამ გზას დაადგა. საქართველოში ძალაუფლება კრიმინალურ ჯგუფს აქვს ხელში ჩაგდებული, რომელიც აუცილებლად გადავა მასშტაბურ ძალადობაზე. ის რაც გუშინ იხილეთ მხოლოდ დასაწყისია.ახლა მთავარია არ შეგვეშინდეს! მე ხომ არ შემეშინდა აქ ჩამოსვლა. თუმცა ზუსტად ვიცოდი, რომ შეიძლება მოვეკალი. ნურც თქვენ შეგეშინდებათ სამოქალაქო საზოგადოებამ და პოლიტიკოსებმა უნდა ისწავლონ თავის დაცვა! რა დროს საარჩევნო სიებში ადგილების გაყოფაა - ძალიან მიკვირს ამას რომ ვუყურებ. წინ რუსეთის და უკრაინის მოვლენების პარალელურად (განსაკუთრებით უკრაინის წარმატების პარალელურად), უმძიმესი პერიოდი გველოდება, რომლის გასავლელად კონსოლიდაცია და ახალი ელემენტების შემოტანა გვჭირდება, ისეთის, რაც წინა წლებში არ ყოფილა აქტუალური. ჩვენ მათ მოგვპარეს მომავალი და ახლა უნდათ აწმყოს წართმევაც. უნდა ვუთხრათ ივანიშვილს და მის პატრონებს რუსეთში, რომ ვერ მოგვერევით. ვერ “დაგვაჩმორებთ”, ჩვენ ბევრად მეტი ვართ. რუსეთი მარცხდება და ჩვენ აფხაზეთი გვაქვს გასათავისუფლებელი. მე ჯერ კიდევ უკრაინის საბოლოო გათავისუფლებაში მაქვს მონაწილეობა მისაღები და შემდეგ სოხუმში ვაპირებ პიაცის აშენებას", - წერს სააკაშვილი.
TI-მ ნანუკა ჟორჟოლიანის სამდღიან დაკავებასთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სარჩელი შეიტანა
ჯანდაცვის სამინისტრო: C ჰეპატიტის განკურნების მაჩვენებელი საქართველოში 99%-ს აღწევს
საქართველოს პროკურატურამ 21.5 მილიონი ლარის ოდენობის ფულის გათეთრების სქემა გამოავლინა
თიბისიმ მეწარმეებისთვის გადახდების პროცესი კიდევ უფრო გაამარტივა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)