|
2023-06-28 14:30:29, 951 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - ხაბეიშვილის დამტვრეული არავის არაფერი უნახავს, მაქსიმუმ, კრამიტები დაამტვრიოს საკუთარ სახლში
ხაბეიშვილის დამტვრეული არავის არაფერი უნახავს, მაქსიმუმ, კრამიტები დაამტვრიოს საკუთარ სახლში,- ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებას, რომ "ჩვენ მოგვიწევს აუცილებელი მოგერიების პირობებში თითები, ხელები დავალეწოთ ბექა ოდიშარიას, კობახიძის და ღარიბაშვილის მსგავს ჩმორებს პირდაპირი მნიშვნელობით". როგორც კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, "არასერიოზული კაცის არასერიოზულ განცხადებებზე კომენტარს ვერ გააკეთებს, რადგან თავადაც არასერიოზული გამოვა“. "ეს არის ცუდი ტენდენცია. არავინ არ უნდა წაახალისოს მათ შორის ფიზიკური და ვერბალური ძალადობა. მათ შორის, პირველ რიგში, აქეთკენ მოვუწოდებ პოლიტიკოსებს, მოვუწოდებ NGO-ებს და მოვუწოდებ, ბუნებრივია, მათ პატრონებს, არავინ წაახალისოს ძალადობა, ნუ დაარქმევენ ვერბალურ, თუ ფიზიკურ ძალადობას სამოქალაქო აქტივიზმს იმიტომ, რომ სხვებიც იჯერებენ მერე და ხედავთ, რომ ძალადობის კონკრეტული ფაქტები იყო... რაც შეეხება ხაბეიშვილს, მისი დამტვრეული არავის არაფერი უნახავს, მაქსიმუმ, კრამიტები დაამტვრიოს საკუთარ სახლში“, - განაცხადა კობახიძემ.
გურიაში 14 წლის მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით ბიძა დააკავეს
გალტ & თაგარტმა საქართველოს სასაწყობე და ლოგისტიკის ბაზრის კვლევა წარადგინა
„საქართველოს ბანკის“ მობილბანკის გათამაშება დაიწყო - საპრიზო ფონდია 150 000 ლარი
„ემპი დეველოპმენტმა“, თიბისი კაპიტალისა და გალტ & თაგარტის მხარდაჭერით, დოლარსა და ევროში დენომინირებული ობლიგაციები განათავსა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)