|
2023-06-28 13:51:20, 889 ნახვა
საზოგადოება
შსს - სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა მყინვარწვერზე, პოლონელი მაშველების დახმარების გაწევის დროს, ავარიული ინციდენტი განიცადა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის MI-8 ტიპის ვერტმფრენმა მყინვარწვერზე, მეტეოსადგურზე, პოლონელი მაშველების დახმარების გაწევის დროს, ავარიული ინციდენტი განიცადა. აღნიშნულ ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ვერტმფრენმა, ინციდენტის მიუხედავად, მყინვარწვერიდან თბილისის მიმართულებით გამოფრენა და სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის დეპარტამენტის ბაზაზე მშვიდობიანად დაშვება შეძლო. "გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის MI-8 ტიპის ვერტმფრენის ავარიულ ინციდენტთან დაკავშირებით. სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა, მყინვარწვერზე, მეტეოსადგურზე, პოლონელი მაშველების დახმარების გაწევის დროს, ავარიული ინციდენტი განიცადა. აღნიშნული ქარის სწრაფი და დაღმავალი მასების უეცარმა გადაადგილებამ განაპირობა. დაღმავალი ჰაერის მასების ცვალებადობის შედეგად, მოხდა ვერტმფრენის წინა შასის მიწასთან შეხება, რამაც გამოიწვია საფრენი აპარატის ამორტიზება, თუმცა, გამოცდილმა და პროფესიონალმა, მფრინავებმა მოახერხეს ვერტმფრენის სტაბილიზება, მეორე წრის განხორციელება, მყინვარწვერიდან თბილისის მიმართულებით გამოფრენა და სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის დეპარტამენტის ბაზაზე მშვიდობიანად დაშვება",- ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)