|
2023-06-27 23:43:30, 921 ნახვა
პოლიტიკა
ენმ - „რუსულმა ოცნებამ“ სიკვდილი და ძალადობა ღიად და დაუფარავად დაგვიანონსა
"ნაციონალური მოძრაობა" ფორმულას ერთ-ერთ დამფუძნებელზე მიშა მშვილდაძეზე და ენმ-ის სამეურნეო სამსახურის თანამშრომელზე დავით ოსიყმაშვილზე თავდასხმებს გამოეხმაურა. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მმართველმა პარტიამ "ღიად და დაუფარავად დაანონსა სიკვდილი და ძალადობა", ამ კრიტიკულ ფაზაში კი, "არ უნდა შეწყდეს საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლა". "რამდენიმე წუთის წინ, უცნობი პირები საცხოვრებელ სახლთან დახვდნენ და უმოწყალოდ სცემეს, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სამეურნეო სამსახურის თანამშრომელს - დავით ოსიყმიშვილს, რომელსაც სახლში სამი მცირეწლოვანი შვილი ელოდებოდა. დღეს, ტელეკომპანია “ფორმულას” ერთ-ერთ დამფუძნებელს და ტელეწამყვანს, მიშა მშვილდაძეს თბილისში უცნობი პირი თავს დაესხა. “რუსულმა ოცნებამ”, ივანიშვილმა კობახიძემ და ღარიბაშვილმა ღიად და დაუფარავად დაგვიანონსეს სიკვდილი და ძალადობა! ამ კრიტიკულ ფაზაში, ჩვენ არ უნდა შევწყვიტოთ ჩვენი მომავლისთვის, საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლა! ძალა ხალხშია!", - ნათქვამია "ნაციონალური მოძრაობის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში. შეგახსენებთ, "ფორმულას" ერთ-ერთ დამფუძნებელს, მიშა მშვილდაძეს უცნობი პირი თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა. თავდასხმის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისსხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)