|
2023-06-27 19:31:26, 934 ნახვა
პოლიტიკა
ლევან დავითაშვილი - ძალიან პოზიტიური იყო ის შეფასება, რომელიც სანქციების შესრულების კუთხით მივიღეთ
ძალიან პოზიტიური იყო ის შეფასება, რომელიც მივიღეთ სანქციების შესრულების კუთხით საქართველოს მხრიდან დახმარების თვალსაზრისით და მოვისმინეთ მადლობა ამ თანამშრომლობის ნაწილში, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა სანქციების ჯგუფის წამრმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, საქართველო დღეს საერთაშორისო საზოგადოების ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია და ეს დელეგაციის მხრიდანაც აღინიშნა. „ვფიქრობ, მომავალში მჭიდრო თანამშრომლობა გვექნება როგორც ევროკავშირის სტრუქტურებთან, ასევე აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლებთან სხვადასხვა საკითხებზე, რათა კოორდინირებული მუშაობით უფრო ეფექტიანი იყოს სავაჭრო ურთიერთობები და ასევე აცილებული იყოს რისკები, რომელიც შეიძლება სანქციების გვერდის ავლას ითვალისწინებდეს“, - განაცხადა დავითაშვილმა. ცნობისთვის, გუშინ, 26 ივნისს, საქართველოს სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი დევიდ ო'სალივანი ორდღიანი ვიზიტით ეწვია. ევროკავშირის სანქციების განხორციელების საკითხებში საერთაშორისო სპეციალურ წარმომადგენელს დევიდ ო'სალივანს და სანქციების საკითხებში აშშ-სა და გაერთიანებული სამეფოს წარმომადგენლებს ელჩ ჯეიმს ო'ბრაიენს და კუმარ იერს უკვე შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ ფინანსურ სანქციებთან მიმართებაში საქართველოს მუდმივ კოორდინაციაზე ევროკავშირთან და საერთაშორისო თანამეგობრობასთან.
გურიაში 14 წლის მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით ბიძა დააკავეს
გალტ & თაგარტმა საქართველოს სასაწყობე და ლოგისტიკის ბაზრის კვლევა წარადგინა
„საქართველოს ბანკის“ მობილბანკის გათამაშება დაიწყო - საპრიზო ფონდია 150 000 ლარი
„ემპი დეველოპმენტმა“, თიბისი კაპიტალისა და გალტ & თაგარტის მხარდაჭერით, დოლარსა და ევროში დენომინირებული ობლიგაციები განათავსა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)