|
2023-06-27 17:20:34, 733 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი - მივესალმებით ყველა ქვეყანას, ვინც მხარს უჭერს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას
მივესალმებით ყველა ქვეყანას, ვინც მხარს უჭერს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, ვინაიდან საქართველო უკვე ერთი წელია, იჩაგრება იმით, რომ არ აქვს კანდიდატის სტატუსი, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. შალვა პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორის, რიკარდ იოზვიაკის სტატიაზე, რომლის მიხედვითაც, უნგრეთი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას იმ შემთხვევაში მოაწერს ხელს, თუ ევროკავშირის სხვა ქვეყნები საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას დათანხმდებიან. „მე არ ვიცი, ეს მედიაში გავრცელდა, მთავარი არის ის, რომ მივესალმებით ყველა ქვეყანას, ვინც მხარს უჭერს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, ვინაიდან საქართველო უკვე ერთი წელია, იჩაგრება იმით, რომ არ აქვს კანდიდატის სტატუსი, ვინაიდან მოწინავეა ასოცირებულ ტრიოში. ამ ტრიოში ორ წევრ აქვს კანდიდატის სტატუსი, ხოლო საქართველო და ქართველი ხალხი დაიჩაგრა უსამართლო გადაწყვეტილებით. ამიტომ ამ უსამართლობას რაც უფრო მეტი ქვეყანა შეეწინააღმდეგება და მოითხოვს, რომ აღმოიფხვრას, მით უფრო კარგი. ამას, მე მგონი, ყველანი მივესალმებით“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)