|
2023-06-27 16:18:18, 647 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ფოსტისა“ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მორიგი ერთობლივი პროექტის პრეზენტაცია გაიმართა
„საქართველოს ფოსტისა“ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, უნივერსიტეტის 105 წლის იუბილეს აღსანიშნავად, წიგის სახელწოდებით - „ივანე ჯავახიშვილისა და ანასტასია ჯამბაკურ-ორბელიანის ეპისტოლური მემკვიდრეობა“ პრეზენტაცია შედგა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ფოსტა“ ავრცელებს. მათი ცნობით, მნიშვნელოვანია, რომ საიუბილეო გამოცემას თან უნიკალური ფოტოები ერთვის, რომელიც დღემდე უნივერსიტეტის დამაარსებლის საოჯახო ალბომშია დაცული და საზოგადოება მათ პირველად იხილავს. პირადი მიმოწერის კრებულში შესული ქართველი მეცნიერის, უნივერსიტეტის დამაარსებლის, ივანე ჯავახიშვილისა და მისი მეუღლის წერილები, სულ სხვა თვალით გაგვაცნობს დიდ საზოგადო მოღვაწეს. მათივე ცნობით, ღონისძიების ფარგლებში, სტუდენტებისათვის გაიმართება ფოსტის არქივში არსებული მარკების გამოფენა. მარკები შექმნილია უნივერსიტეტის, უნივერსიტეტის დამაარსებლისა და სხვა ქართველი საზოგადო მოღვაწეების, მწერლებისა და პოეტების თემატიკაზე.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)