|
2023-06-27 15:13:33, 796 ნახვა
პოლიტიკა
მიქანაძე - იმ ფონზე, როდესაც რადიკალები ცდილობენ, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს, მმართველი გუნდის მცდელობები ცალმხრივად შედეგს ვერ მოიტანს
დეპოლარიზაცია ცალმხრივი პროცესი ვერ იქნება. იმ ფონზე, როდესაც რადიკალები ცდილობენ ყველაფერს, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს, მმართველი გუნდის შეთავაზება და მცდელობები ცალმხრივად შედეგს ვერ მოიტანს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, გივი მიქანაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიცია მუდმივად ცდილობს, დღის წესრიგში ისეთი თემები შემოიტანოს, რაც საზოგადოების პოლარიზებას და დაძაბულობას იწვევს. „მაშინ, როდესაც ხელისუფლება მაქსიმალურად ორიენტირებულია მოახდინოს საზოგადოების კონსოლიდირება ისეთ საკითხებზე, როგორიცაა მშვიდობა, სტაბილურობა, განვითარება, ქვეყნის ევროპული მომავალი, ტრადიციების და ღირებულებების დაცვა, რაც თავისთავში გულისხმობს ევროპულ ღირებულებებს, ამის საპირისპიროდ რადიკალური ოპოზიცია გამუდმებით ცდილობს ისეთი თემების და საკითხების შემოტანას, რაც იწვევს პოლარიზაციას და დაძაბულობას. მჯერა და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი გუნდი ქართველ ხალხთან ერთად შეძლებს ამ მნიშვნელოვანი საკითხების გარშემო კონსოლიდირებას და არ მისცემს შესაძლებლობას ხელმოცარულ ოპოზიციას, დააზიანოს ჩვენი მომავალი და ხვალინდელი დღე“,- განაცხადა გივი მიქანაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)