|
2023-06-27 11:36:18, 828 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი - დაგვასანქცირეთ, დაგვჩაგრეთ - ეს დამოკიდებულება აქვს ოპოზიციას ქვეყნის მიმართ, ფიქრობენ, იქნებ ხელისუფლება დააზიანონ
დაგვასანქცირეთ, რამე ცუდი გვიქენით, რაღაცნაირად დაგვჩაგრეთ - ეს დამოკიდებულება აქვს ოპოზიციას საკუთარი ქვეყნის მიმართ იმიტომ, რომ ფიქრობენ, იქნებ, რამენაირად დააზიანონ ხელისუფლება,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. პაპუაშვილი ჟურნალისტებთან საუბრისას სანქციების საკითხებში ევროკავშირის წარმომადგენლის საქართველოში ვიზიტს გამოეხმაურა და თქვა, სანქციებთან დაკავშირებით კომუნიკაცია მნიშვნელოვანია. "რაც შეეხება ოპოზიციას, ეს არის ნაწილი ჰიბრიდული ომის ტაქტიკებისა, რომელსაც ჩვენი ოპოზიცია იყენებს საქართველო წინააღმდეგ. პრობლემა ეს არის ჩვენს ოპოზიციაში, რომ მათ უბრალოდ საკუთარი ქვეყანა არ უყვართ და აქედან მოდის ყველანაირი პრობლემა, რომ დაგვასანქცირეთ, რამე ცუდი გვიქენით, რაღაცნაირად დაგვჩაგრეთ - ეს დამოკიდებულება აქვს ოპოზიციას საკუთარი ქვეყნის მიმართ იმიტომ, რომ ფიქრობენ, ამით იქნებ, რამენაირად დააზიანონ ხელისუფლება. რაც შეეხება ვიზიტს, სანქციებთან დაკავშირებით კომუნიკაცია მნიშვნელოვანია. ერთადერთი, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით ყოველთვის და რაც დასტურდება უკვე წელიწადზე მეტია, არცერთი ფაქტი არსებობს სანქციების გვერდის ავლისა და ზუსტად ეს დადასტურდება ამ ვიზიტის დროს. ეს ვიზიტი არის მხარდაჭერის",- აცხადებს შალვა პაპუაშვილი. ცნობისთვის, გუშინ, 26 ივნისს საქართველოს სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი დევიდ ო'სალივანი ორდღიანი ვიზიტით ეწვევა. ევროკავშირის წარმომადგენლობის ცნობით, ო'სალივანი საქართველოს ხელისუფლებასთან სანქციებსა და მათ ეფექტიან განხორციელებას განიხილავს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)