|
2023-06-27 10:42:57, 1100 ნახვა
პოლიტიკა
იოზვიაკი - უნგრეთი უკრაინის EU-ში გაწევრიანებას მოაწერს ხელს, თუ წევრები საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას დათანხმდებიან
უნგრეთი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მოლაპარაკებების დაწყებას მხარს დაუჭერს, თუ ალიანსის წევრი ქვეყნები საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას დათანხმდებიან. ამის შესახებ „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი ევროკავშირის ოფიციალურ პირზე დაყრდნობით წერს. იოზვიაკი წყაროს ვინაობას არ ასახელებს და აცხადებს, რომ ბოლო წლებში საქართველოს მთავრობამ უნგრეთთან უფრო მჭიდრო ურთიერთობა დაამყარა. „ერთი სცენარი, რომელიც ახლახან ევროკავშირის ოფიციალური პირისგან მოვისმინე, არის ის, რომ უნგრეთი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მოლაპარაკებების დაწყებას ხელს მოაწერს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ალიანსის წევრი ქვეყნები საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას დათანხმდებიან",- ამბობს იოზვიაკი. მისივე თქმით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსზე კონსენსუსის მიღწევა რთული იქნება, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, თუ რამდენი სამუშაო აქვს ქვეყანას. "კანდიდატი ქვეყნებისთვის მოლდოვასა და უკრაინისთვის შემდეგი ეტაპი გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნა იქნება. საქართველოსთვის ეს ნიშნავს ყოფნას იქ, სადაც მოლდოვა და უკრაინა არიან ახლა: წევრობის ოფიციალური კანდიდატები. გასულ კვირას წარმოდგენილი ანგარიშიდან თუ ვიმსჯელებთ, სამეულს აქვს უამრავი საშინაო დავალება მომდევნო თვეებში, განსაკუთრებით საქართველოსთვის, რომელიც აშკარად ჩამორჩება",- ამბობს „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი. ცნობისთვის, ევროკომისიის ანგარიშში ნათქვამია, რომ უკრაინამ 7 პრიორიტეტიდან 2 შეასრულა, მოლდოვამ - 9-დან 3, საქართველომ კი 12-დან 3.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)