14:55 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-26 23:13:55, 823 ნახვა

პოლიტიკა
ვოლკერი - საქართველო უნდა ეცადოს, რომ შეასრულოს ყველა კრიტერიუმი, რათა კანდიდატის სტატუსი მიიღოს

საქართველო უნდა დაუკავშირდეს ევროკავშირს და ნათელი მოფინოს, რომ ევროკავშირის სტანდარტებს აკმაყოფილებს, - ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა ელჩმა ნატოში, კურტ ვოლკერმა ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო უნდა ეცადოს, რომ მაქსიმალურად შეასრულოს ყველა კრიტერიუმი, რათა კანდიდატის სტატუსი მიიღოს.

"ევროკავშირი ნათლად აცხადებს თავის კრიტერიუმებს... საქართველო უნდა დაუკავშირდეს ევროკავშირს და ნათელი მოფინოს, რომ ევროკავშირის სტანდარტებს აკმაყოფილებს. მნიშვნელოვანია, დღეისა და დეკემბრის შუალედში მოხდეს ეს. ჯერ კიდევ დროა. როდესაც ევროკავშირი მიიღებს გადაწყვეტილებას, ეს ხანგრძლივ პერსპექტივას შექმნის. მოვლენები ვითარდება უკრაინის გარშემო და ეს ასევე არის შესაძლებლობა საქართველოსთვის. საქართველო უნდა ეცადოს მაქსიმალურად შეასრულოს ყველა კრიტერიუმი, რომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი", - განაცხადა ვოლკერმა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იაპონიაში 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რის შემდეგაც ცუნამის საფრთხე გამოცხადდა
ღამით მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარში კაცი დაჭრეს - დაკავებულია ერთი პირი
გურიაში 14 წლის მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით ბიძა დააკავეს
გალტ & თაგარტმა საქართველოს სასაწყობე და ლოგისტიკის ბაზრის კვლევა წარადგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics