|
2023-06-26 15:55:56, 572 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - უსაფრთხოების საბჭოს მოწვევის გადაწყვეტილებას იღებს პრემიერი, შესაბამისი სამსახურების მიერ მოპოვებულ უტყუარ ინფორმაციაზე დაყრდნობით
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, უსაფრთხოების საბჭოს მოწვევის საჭიროებას განსაზღვრავენ არა პოლიტიკოსები, არამედ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, შესაბამისი სამსახურების მიერ მოპოვებულ უტყუარ ინფორმაციაზე დაყრდნობით. როგორც მან შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, პირველ რიგში, ყოველთვის გატარებული იქნება ქვეყნისა და ხალხის ინტერესები. „ცხადია, როდესაც მსოფლიოსა და რეგიონში გამოწვევებია, ჩვენი შესაბამისი სამსახურები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ პირველ რიგში, გვქონდეს სწორი, უტყუარი ინფორმაცია გარკვეულ საკითხებთან მიმართებაში. რაც შეეხება უსაფრთხოების საბჭოს მოწვევა-არმოწვევას, ამ გადაწყვეტილებას იღებს პრემიერ-მინისტრი იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომელიც შემოდის შესაბამისი სამსახურების მხრიდან. ყოველთვის, რამდენად რთული მდგომარეობაც უნდა იყოს, პირველ რიგში გატარებული იქნება ჩვენი ქვეყნის და ხალხის ინტერესები“, - განაცხადა კალაძემ. კალაძემ სამარცხვინო უწოდა იმ განცხადებებს, რომელიც წინა დღეებში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, კონკრეტული პოლიტიკოსების მხრიდან ისმოდა. „სამარცხვინო იყო ის განცხადებები და თუნდაც სოციალურ მედიაში გავრცელებული სტატუსები კონკრეტული პოლიტიკოსების მხრიდან. საზოგადოება კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ ეს ადამიანები და პოლიტიკური დაჯგუფებები ძალიან საშიშნი არიან ჩვენი ქვეყნის მომავალისთვის“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)