|
2023-06-26 15:26:47, 724 ნახვა
პოლიტიკა
კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე პრეზიდენტის მიერ სებ-ის საბჭოს წევრებად წარდგენილ კანდიდატურებს მხარი არ დაუჭირეს
საფინანსო-საბიუჯეტო და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტის მიერ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილი ორი კანდიდატი განიხილეს და მხარი არ დაუჭირეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. პარლამენტის ცნობით, დიმიტრი ჯაფარიძის და გიორგი ბაქრაძის კანდიდატურების შესახებ ინფორმაცია კომიტეტების წევრებს საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ გააცნო. მათივე ინფორმაციით, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე კანდიდატებმა ეროვნული ბანკის საქმიანობასთან დაკავშირებით საკუთარ ხედვასა და პრიორიტეტებზე ისაუბრეს და დეპუტატების შეკითხვებს უპასუხეს. „ჩვენ კანდიდატების კომპეტენციასთან არანაირი შეკითხვა არ გვაქვს, მაგრამ ეს არის მსოფლიო პრაქტიკა, პრეზიდენტი და პარლამენტი უნდა შეთანხმდნენ ისეთ კანდიდატზე, რომელიც იქნება მისაღები. პრეზიდენტს აქვს კანდიდატის წარმოდგენის და ჩვენ-დამტკიცების უფლება და თუ საკითხი უნდა გადაწყდეს, უნდა მოხდეს კონსულტაცია", - განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, პაატა კვიჟინაძემ. შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის 2 ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად გიორგი ბაქრაძისა და დიმიტრი ჯაფარიძის კანდიდატურები 16 ივნისს წარუდგინა.
იაპონიაში 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რის შემდეგაც ცუნამის საფრთხე გამოცხადდა
ღამით მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარში კაცი დაჭრეს - დაკავებულია ერთი პირი
გურიაში 14 წლის მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით ბიძა დააკავეს
გალტ & თაგარტმა საქართველოს სასაწყობე და ლოგისტიკის ბაზრის კვლევა წარადგინა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)