|
2023-06-26 14:09:03, 735 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი პრეზიდენტზე - ხომ არ შეიძლება ზოგიერთი ე.წ. უსაფრთხოების ექსპერტის იდეებს იყოს აყოლილი ესა თუ ის სახელმწიფო ინსტიტუტი
ხომ არ შეიძლება ზოგიერთი ე.წ. უსაფრთხოების ექსპერტის უადგილოდ ნათქვამ რაღაც იდეებს იყოს აყოლილი ესა თუ ის სახელმწიფო ინსტიტუტი,- ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უსაფრთხოების საბჭოს მოწვევის შესახებ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მოწოდებას. როგორც პაპუაშვილმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, უსაფრთხოების საბჭო პრემიერ-მინისტრის სათათბირო ორგანოა და მთავრობის მეთაური გადაწყვეტს, როდის სჭირდება თათბირის გამართვა. "რაც შეეხება პრეზიდენტის განცხადებას განსაკუთრებით უსაფრთხოების საბჭოსთან დაკავშირებით, მე მგონი, კიდევ ერთხელ აქაც უნდა დავფიქრდეთ, რაზეა საუბარი. არასერიოზულია უკვე ამდენჯერ გამეორება, მართლა ხომ არ შეიძლება ზოგიერთი ე.წ. უსაფრთხოების ექსპერტის რაღაც, ბიდიში და უადგილოდ ნათქვამ რაღაც იდეებს იყოს აყოლილი ესა თუ ის სახელმწიფო ინსტიტუტი. უსაფრთხოების საბჭო პრემიერის სათათბირო ორგანოა. რა დამოკიდებულებაა, რომ სხვა ორგანოს უთხრა, თათბირი გამართოს თავისი სათათბირო ორგანოსთან - თავად გადაწყვეტს, როდის სჭირდება თათბირის გამართვა",- ამბობს პაპუაშვილი. ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს უსაფრთხოების საბჭოს დაუყოვნებლივ მოწვევისკენ 24 ივნისს, რუსეთის ფედერაციაში განვითარებული მოვლენების ფონზე მოუწოდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)