14:56 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-26 13:29:49, 753 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი - მოსახლეობის შეგნებულად შეცდომაში შეყვანა ხდება - პრეზიდენტი არის სახელმწიფოს მეთაური

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მოვალეობაა, შეაფასოს შიდა და გარე საფრთხეები და აღნიშნული ინფორმაცია ანალიტიკური სახით მიაწოდოს ქვეყნის უმაღლეს მთავარსარდალსა და ქვეყნის ხელმძღვანელობას,- ასე ეხმაურება პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გიორგი მსხილაძე უსაფრთხოების საბჭოს მოწვევის შესახებ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივაზე მმართველი პარტიის წარომადგენლების განცხადებებს.

როგორც გიორგი მსხილაძემ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, ხდება მოსახლეობის შეგნებულად შეცდომაში შეყვანა.

"მე ვფიქრობ, რომ ხდება მოსახლეობის შეგნებულად შეცდომაში შეყვანა. ამ კონსტიტუციის თანაავტორმა უნდა იცოდეს, რომ პრეზიდენტი არის სახელმწიფოს მეთაური. ის არის ქვეყნის ერთიანობის და ეროვნული დამოუკიდებლობის გარანტი. ის წარმოადგენს სახელმწიფოს საგარეო ურთიერთობებში და არის ქვეყნის უმაღლესი სარდალი.

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მოვალეობაა, შეაფასოს შიდა და გარე საფრთხეები და აღნიშნული ინფორმაცია ანალიტიკური სახით მიაწოდოს ქვეყნის უმაღლეს მთავარსარდალსა და ქვეყნის ხელმძღვანელობას",- ამბობს გიორგი მსხილაძე.

ცნობისთვის, 24 ივნისს, რუსეთის ფედერაციაში განვითარებული მოვლენების ფონზე, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს უსაფრთხოების საბჭოს დაუყოვნებლივ მოწვევისკენ მოუწოდა. 

აღნიშნულს გამოეხმაურა "ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და თქვა, რომ საქართველოს პრეზიდენტი "სისულელეს ამბობდა" და რომ  "უსაფრთხოების საკითხებზე პასუხისმგებელია მთავრობა - ​წარმოუდგენელია, დღემდე თუ ვერ შეიგნო ეს პრეზიდენტმა".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იაპონიაში 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რის შემდეგაც ცუნამის საფრთხე გამოცხადდა
ღამით მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარში კაცი დაჭრეს - დაკავებულია ერთი პირი
გურიაში 14 წლის მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით ბიძა დააკავეს
გალტ & თაგარტმა საქართველოს სასაწყობე და ლოგისტიკის ბაზრის კვლევა წარადგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics