|
2023-06-26 12:16:41, 724 ნახვა
პოლიტიკა
თალაკვაძე - გამოჩნდა, რომ გვყავს პრიგოჟინის იმედად მყოფი რადიკალური ოპოზიცია, რომელსაც ქვეყნის უსაფრთხოებაზე ზედაპირული წარმოდგენა აქვს
კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ჩვენ გვყავს პრიგოჟინის იმედად მყოფი რადიკალური ოპოზიცია, რომელსაც ქვეყნის უსაფრთხოებაზე აქვს ძალიან ზედაპირული წარმოდგენა,- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. თალაკვაძის თქმით, საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის გარეთ არსებულ რისკებზე ყოველთვის სწორ რეაგირებას ახდენს. "საქართველოს ხელისუფლება სრულად აკონტროლებს ქვეყნის შიგნით არსებულ ვითარებას და ასევე, ყოველთვის სწორ რეაგირებას ახდენს ქვეყნის გარეთ არსებულ რისკებთან დაკავშირებით... საზოგადოებამ დაინახა, რომ ქვეყანას ჰყავს პრიგოჟინის იმედად მყოფი რადიკალური ოპოზიცია, რომელიც თითოეულ საკითხთან და სიახლესთან დაკავშირებით აკეთებს დაუფიქრებელ და გაუთვლელ განცხადებებს და ითხოვს ისეთი ნაბიჯების გადადგმას, რომელიც ყოველთვის გაუთვლელია. კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ჩვენ გვყავს პრიგოჟინის იმედად მყოფი რადიკალური ოპოზიცია, რომელსაც ქვეყნის უსაფრთხოებაზე აქვს ძალიან ზედაპირული წარმოდგენა. მათ არ ესმით სინამდვილეში რას ნიშნავს და როგორ ხდება ქვეყნის ეროვნული ინტერესების და უსაფრთხოების დაცვა",- განაცხადა თალაკვაძემ. ცნობისთვის, 24 ივნისს, რუსეთის ფედერაციაში განვითარებული მოვლენების ფონზე, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს უსაფრთხოების საბჭოს დაუყოვნებლივ მოწვევისკენ მოუწოდა. რაც შეეხება ოპოზიციურ სპექტრს, ლიდერები რუსეთის ფედერაციასთან საზღვრის ჩაკეტვას ითხოვდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)