|
2023-06-25 16:14:17, 774 ნახვა
პოლიტიკა
ბოკერია - კობახიძე, ღარიბაშვილი და მთელი ეს არარაოებების ბრბო ივანიშვილის გარშემო, არა ბრიყვები, არამედ მოღალატეები არიან
კობახიძე, ღარიბაშვილი და მთელი ეს არარაოებების ბრბო ივანიშვილის გარშემო, არა ბრიყვები, არამედ მოღალატეები არიან,- ამის შესახებ " ევროპული საქართველოს" თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ განაცხადა. ბოკერიას თქმით, ვისაც არ უხარია რუსეთის შიგნით დაპირისპირება, მათ შორის, სამხედრო დაპირისპირება, ის ან ბრიყვია, ან მოღალატე, ხოლო "ვინც გუშინ ნერვიულობდა იმაზე, რომ რუსეთს რამე არ დაემართოსო, ის პირდაპირ მოღალატეა". "ევროპულ საქართველოს" უშიშროების საბჭოს მოწვევის ან საზღვრის ჩაკეტვის მოთხოვნა არც გვაქვს, ამ პუტინისტური სულისკვეთების რეჟიმისგან არანაირი მსგავსი მოლოდინი არ გვაქვს, ჩვენ ვთვლით, რომ მხოლოდ ერთ რამეზე უნდა ვფოკუსირდეთ, ამ რეჟიმის დემოკრატიულ ცვლილებაზე, თორემ რა უშიშროების საბჭო უნდა მოიწვიოს ამ მთავრობამ - კობახიძე, ღარიბაშვილი, წულუკიანი შეიკრიბებიან და იქ ითათბირებენ ამაზე?!"- ამბობს ბოკერია. ცნობისთვის, დღეს, 25 ივნისს "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ოპოზიციური სპექტრი და პრეზიდენტი "ამჩატდა" და "მეორე ფრონტის" გახსნაზე პირდაპირი მოწოდებები გააკეთა. რაც შეეხება პრეზიდენტისა და ოპოზიციონერი ლიდერების განცხადებებს, სალომე ზურაბიშვილმა გუშინ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს უსაფრთხოების საბჭოს დაუყოვნებლივ მოწვევისკენ მოუწოდა. ოპოზიციის ნაწილმა კი, რუსეთის ფედერაციასთან საზღვრის ჩაკეტვა მოითხოვა.
იაპონიაში 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რის შემდეგაც ცუნამის საფრთხე გამოცხადდა
ღამით მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარში კაცი დაჭრეს - დაკავებულია ერთი პირი
გურიაში 14 წლის მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით ბიძა დააკავეს
გალტ & თაგარტმა საქართველოს სასაწყობე და ლოგისტიკის ბაზრის კვლევა წარადგინა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)