02:39 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-24 19:46:44, 752 ნახვა

პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ პარტიული კონფერენციები კახეთის რეგიონში დასრულდა

„ქართული ოცნების“ პარტიული კონფერენციები კახეთის რეგიონში დასრულდა.

პარტიის პრესსამსახურის ცნობით, თელავში, ახმეტაში, ყვარელში, ლაგოდეხში,  გურჯაანში, დედოფლისწყაროში,  სიღნაღსა და საგარეჯოში გამართულ კონფერენციებზე ადგილობრივი ორგანიზაციების თავმჯდომარეები და ბიუროს წევრები აირჩიეს. 

„ქართული ოცნების“ თელავის ადგილობრივ ორგანიზაციას თელავის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან ანდრიაშვილი უხელმძღვანელებს; ახმეტის ორგანიზაციას - ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი, ალექსი ფიცხელაური; ყვარლის ორგანიზაციას - ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი, გივი ზაუტაშვილი; ლაგოდეხის ორგანიზაციას - ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ივანე (ბაჩო) ხაჩიძე; გურჯაანის ორგანიზაციას - გურჯაანის საკრებულოს თავმჯდომარე, ვანო ბერიძიშვილი; დედოფლისწყაროს ორგანიზაციას - დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ ჯანიაშვილი; სიღნაღის ორგანიზაციას - სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი, მალხაზ ბეგიაშვილი; საგარეჯოს ორგანიზაციას - საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი, ავთანდილ გულიკაშვილი.

„ქართული ოცნების“ პარტიული კონფერენციები კახეთის გარდა, ჩატარდა აჭარაში, სამცხე-ჯავახეთში, შიდა ქართლში, მცხეთა-მთიანეთში, თბილისში",- ნათქვამია პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics