|
2023-06-24 14:41:35, 844 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი - შესაძლო მიგრაციის ახალი ტალღების გათვალისწინებით ჩვენი საზღვარი მკაცრად კონტროლირებადი უნდა იყოს
ყურადღებით ვადევნებ თვალს რუსეთში განვითარებულ მოვლენებს,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი Twitter-ზე წერს. ზურაბისშვილის თქმით, შესაძლო მიგრაციის ახალი ტალღების გათვალისწინებით ჩვენი საზღვარი მკაცრად კონტროლირებადი უნდა იყოს. "ყურადღებით ვადევნებ თვალს რუსეთში განვითარებულ მოვლენებს. შესაძლო მიგრაციის ახალი ტალღების გათვალისწინებით ჩვენი საზღვარი მკაცრად კონტროლირებადი უნდა იყოს",- წერს ზურაბიშვილი. შეგახსენებთ, რომ გუშინ 23 ივნისს, რუსული კერძო სამხედრო დაჯგუფების, „ვაგნერის“ ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ვაგნერის ბანაკებზე სარაკეტო თავდასხმაში დაადანაშაულა. როგორც პრიგოჟინმა აღნიშნა, რუსეთის მხრიდან განხორციელებული სარაკეტო თავდასხმების შედეგად "ვაგნერის" რიგები ბევრი მსხვერპლია და საპასუხო ზომებზე გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. ამასთან, მოგვიანებით პრიგოჟინმა გაავრცელა ვიდეომიმართვა, სადაც განაცხადა, რომ როსტოვის სამხედრო ობიექტები, მათ შორის აეროდრომი „ვაგნერის" კონტროლის ქვეშაა. აღნიშნულს გამეხმაურა პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი გიორგი გახარია და მთავრობას უსაფრთხოების საბჭოს მოწვევისა და რუსეთთან დროებით საზღვრების ჩაკეტვისკენ მოუწოდა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, ქვეყნის უსაფრთხოება დაცულია და სახელმწიფო დგას მყარად უსაფრთხოების სადარაჯოზე "და არავის მითითება, მით უმეტეს გახარიას მითითება ამასთან დაკავშირებით არ სჭირდება".
ბახმაროში უცხოელი ქალის გაუპატიურების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
იაპონიაში 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რის შემდეგაც ცუნამის საფრთხე გამოცხადდა
ღამით მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარში კაცი დაჭრეს - დაკავებულია ერთი პირი
გურიაში 14 წლის მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით ბიძა დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)