08:42 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-24 14:32:20, 1151 ნახვა

მსოფლიო
ზელენსკი - რაც უფრო დიდხანს დარჩება რუსეთი ჩვენს ტერიტორიაზე, მით მეტი ქაოსი ექნება მას

რაც უფრო დიდხანს დარჩება რუსეთი ჩვენს ტერიტორიაზე, მით მეტი ქაოსი ექნება მას,- ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთსი მიმდინარე მოვლენებს.

ზელენსკის თქმით, უკრაინას შეუძლია დაიცვას ევროპა რუსული ბოროტებისა და ქაოსისგან.

"აშკარაა რუსეთის სისუსტე. ყოველმხრივი სისუსტე. და რაც უფრო დიდხანს აჩერებს რუსეთი თავის ჯარს და დაქირავებულ მებრძოლებს ჩვენს მიწაზე, მით მეტი ქაოსი, ტკივილი და პრობლემები ექნება მას - ესეც აშკარაა. უკრაინას შეუძლია დაიცვას ევროპა რუსული ბოროტებისა და ქაოსისგან",- წერს ზელენსკი.

შეგახსენებთ, რომ გუშინ 23 ივნისს, რუსული კერძო სამხედრო დაჯგუფების, „ვაგნერის“ ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ვაგნერის ბანაკებზე სარაკეტო თავდასხმაში დაადანაშაულა. 

როგორც პრიგოჟინმა აღნიშნა, რუსეთის მხრიდან განხორციელებული სარაკეტო თავდასხმების შედეგად "ვაგნერის" რიგები ბევრი მსხვერპლია და საპასუხო ზომებზე გადაწყვეტილება უკვე მიღებულია.

ამასთან, მოგვიანებით პრიგოჟინმა გაავრცელა ვიდეომიმართვა, სადაც განაცხადა, რომ როსტოვის სამხედრო ობიექტები, მათ შორის აეროდრომი „ვაგნერის" კონტროლის ქვეშაა.

აღნიშნულს გამოეხმაურა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და განაცხადა, რომ პრიგოჟინის ქმედებები ღალატის ტოლფასია და მოსკოვის ამაზე მკაცრი რეაგირება ექნება.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics