|
2023-06-24 10:46:35, 928 ნახვა
მსოფლიო
რუსეთის თავდაცვა „ვაგნერელებს“ - გთხოვთ გამოიჩინოთ წინდახედულობა, გაძლევთ უსაფრთხოების გარანტიებს
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო რუსული კერძო სამხედრო დაჯგუფების, „ვაგნერის“ მოიერიშე რაზმების მებრძოლებს მიმართავს. როგორც უწყების მიმართვაშია აღნიშნული, სამხედროები მოტყუებით ჩართეს პრიგოჟინის დანაშაულებრივ ავანტიურასა და შეიარაღებულ აჯანყებაში. "მივმართავთ კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ მოიერიშე რაზმების მებრძოლებს. თქვენ მოტყუებით ჩაგითრიეს პრიგოჟინის კრიმინალურ ავანტიურასა და შეიარაღებულ აჯანყებაში. რამდენიმე რაზმიდან თქვენმა ბევრმა თანამებრძოლმა საკუთარი შეცდომა გაიაზრა და მუდმივი განლაგების პუნქტში უსაფრთხოდ დაბრუნების მიზნით, დახმარება ითხოვა. გთხოვთ გამოიჩინოთ წინდახედულობა, დაუკავშირდით რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ან ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს. ჩვენ ყველას უსაფრთხოების გარანტიებს გაძლევთ",- აღნიშნულია მიმართვაში. შეგახსენებთ, რომ გუშინ 23 ივნისს, რუსული კერძო სამხედრო დაჯგუფების, „ვაგნერის“ ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ვაგნერის ბანაკებზე სარაკეტო თავდასხმაში დაადანაშაულა. როგორც პრიგოჟინმა აღნიშნა, რუსეთის მხრიდან განხორციელებული სარაკეტო თავდასხმების შედეგად "ვაგნერის" რიგები ბევრი მსხვერპლია და საპასუხო ზომებზე გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. ამასთან, მოგვიანებით პრიგოჟინმა გაავრცელა ვიდეომიმართვა, სადაც განაცხადა, რომ როსტოვის სამხედრო ობიექტები, მათ შორის აეროდრომი „ვაგნერის კონტროლის ქვეშაა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
გავრცელებული ცნობით, რუსეთმა კიევის რეგიონზე „ორეშნიკი“ გამოიყენა
რუსეთმა კიევზე ერთ-ერთი ყველაზე მასიური იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)