|
2023-06-23 15:07:15, 615 ნახვა
საზოგადოება
თომა დეკანოიძემ გარემოს დაცვის კომიტეტის სხდომაზე რამდენიმე კანონპროექტში შესატანი ცვლილებები წარადგინა
დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, თომა დეკანოიძემ, აჭარის უმაღლეს საბჭოში გამართულ საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე, კანონპროექტებში „ჯავახეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“, “ერუშეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ” და „დაცული ტერიტორიების სტატუსის შესახებ“ შესატანი ცვლილებები წარადგინა. დაცული ტერიტორიების სააგენტოს ცნობით, საკომიტეტო სხდომა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ გახსნა. სხდომას აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა შავაძე, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე დავით იოსებაშვილი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სატყეო და ბიომრავალფეროვნების დეპარტამენტის უფროსი კარლო ამირგულაშვილი ესწრებოდნენ. აღსანიშნავია, რომ დასრულდა ჯავახეთის დაცული ტერიტორიების, კერძოდ ფარავნის, აბულის და საღამოს ტბის აღკვეთილების საზღვრების დაზუსტება; ასევე, ცივ-გომბორის აღკვეთილის სადემარკაციო სამუშაოები. სადემარკაციო სამუშაოები ყოველი ახალი დაცული ტერიტორიის შექმნის ან გაფართოების შემდეგ ხორციელდება. ზუსტი საზღვრების დადგენა შესაძლებლობას მისცემს ადგილობრივ მოსახლეობას, საკუთრებაში დაირეგისტრირონ მათ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთები, რომლებიც ეროვნული პარკის გაფართოების შედეგად მოხვდა პარკის საზღვრებში. საკომიტეტო სხდომაზე, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, თამარ ხახიშვილმა, დაცული სააგენტოს ანგარიში და მნიშვნელოვანი მიღწევები წარადგინა. “აღსანიშნავია დაცულ ტერიტორიებზე არსებული ის მიღწევები, რომელიც ბოლო წლებში ნამდვილად თვალსაჩინოა, რაც ხელს უწყობს არა მხოლოდ ბიომრავალფეროვნების დაცვას, ამავდროულად ავითარებს ეკოტურიზმს და ასევე ადგილობრივი მოსახელობისთვის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს”,- აღნიშნა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ. აღსანიშნავია, რომ დაცული ტერიტორიების სააგენტო აქტიურად განაგრძობს დაცული ტერიტორიების გაფართოების მიმართულებით მუშაობას. 2022 წელს, დაცული ტერიტორიების ფართობი 116,7 ათასი ჰექტრით გაიზარდა და 912 ათასზე მეტ ჰექტარს შეადგენს, რაც ქვეყნის ტერიტორიის დაახლოებით 13%-ია. საკომიტეტო სხდომაზე, აგრეთვე განხილულ იქნა დაცული ტერიტორიების სააგენტოს ურთიერთობები საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან, როგორიცაა გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და კავკასიის ბუნების ფონდი (CNF), რომლებიც მრავალი წელია არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ახროციელებენ.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)