|
2023-06-22 22:31:37, 787 ნახვა
პოლიტიკა
სოფო ლილუაშვილი გვარამიას შეწყალებაზე - მხოლოდ წინ, საბოლოო გამარჯვებამდე
გეტყვით იმას, რასაც ნიკა იტყოდა - მხოლოდ წინ, საბოლოო გამარჯვებამდე, - ასე გამოეხმაურა "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ცოლი სოფო ლილუაშვილი პრეზიდენტის მხრიდან ნიკა გვარამიას შეწყალების საკითხს. სოფო ლილუაშვილმა ნიკა გვარამიას მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ სიმართლისთვის ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. "გეტყვით იმას, რასაც ნიკა იტყოდა - მხოლოდ წინ, საბოლოო გამარჯვებამდე. ყველას ძალიან დიდი მადლობა, ვინც ამ პროცესში, ამ ერთი, ძალიან მძიმე წლის განმავლობაში გვგულშემატკივრობდა. ვიტყვი იმას, რომ სიმართლისთვის ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და ჩვენ ეს დავამტკიცეთ - ნიკა არის მართალი და ახლა ის იქნება გარეთ. მოულოდნელი იყო ჩემთვის... მადლობა ყველას, ვინც ამ გადაწყვეტილებაში მონაწილეობა მიიღო, ჩვენ დასავლელ პარტნიორებს, ყველა იმ ადამიანს, ვინც მთელი 1 წლის განამვლობაში იდგა ჩვენ გვერდით ამ ბრძოლაში, მაგრამ ამით არაფერი მთავრდება, ახლა იწყება ყველაფერი და მხოლოდ წინ საბოლოო გამარჯვებამდე. რამდენიმე დღის წინ ვნახე ნიკა და არ ელოდებოდა ამ გადაწყვეტილებას, დღესაც მივიღე მისგან წერილი და არ ელოდებოდა", - განაცხადა სოფო ლილუაშვილმა. შეგახსენებთ, დღეს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია შეიწყალა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)