|
2023-06-22 16:07:38, 1194 ნახვა
ეკონომიკა
AEO - კომპანიების ახალი სტატუსი და გამარტივებული საბაჟო ფორმალობები ბიზნესისთვის
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილემ, ვლადიმერ ხუნდაძემ საქართველოში რეგისტრირებულ 5 კომპანიას (შპს „დემასი“, შპს „გოსელინ მობილითი ჯორჯია“, შპს „შარმ ტრეიდინგი“, შპს „ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანია“, სს „შატო მუხრანი“) ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის (AEO) სტატუსის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადასცა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, საქართველოში, აღნიშნულ სტატუსს, შპს „ქართული სადისტრიბუციო-მარკეტინგული კომპანიისა“ და შპს „ჰავი ლოჯისტიკსის“ ერთად უკვე 7 კომპანია ფლობს. „აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმებით, საქართველომ აიღო სამართლებრივი ვალდებულება, ეტაპობრივად მოახდინოს საბაჟო პროცედურების ევროპულ რეგულაციებთან დაახლოება. ამასთან, აღნიშნული რეგულაციები ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის კონცეფციის იმპლემენტაციასაც გულისხმობს და ის საბაჟო სისტემასა და ბიზნესს შორის პარტნიორულ ურთიერთობას ეფუძნება. ახალი სტატუსი კომპანიებს ახალ გამარტივებულ საბაჟო შესაძლებლობებს სთავაზობს, კერძოდ; ავტორიზაციის მფლობელის კუთვნილი/მფლობელობაში არსებული საქონლის მიმართ საბაჟო ფორმალობების განხორციელებისას შემცირდება საქონლის ფიზიკური დათვალიერებისა და დოკუმენტური შემოწმების სიხშირე, ხოლო საბაჟო გაფორმების პროცედურები პრიორიტეტული წესით შესრულდება. დამატებითი ინფორმაცია ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსისა და მიღების წესის შესახებ იხილეთ ბმულზე: https://www.rs.ge/LegalEntityAuthorizedPersons?cat=2&tab=1 „თბილისის“ გაფორმების ეკონომიკურ ზონაში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსის მოადგილეები, კიაზო ახალაია და ელგუჯა ბერანძე, ასევე უწყების სხვა ხელმძღვანელი პირები“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)