|
2023-06-22 12:00:55, 766 ნახვა
პოლიტიკა
რიჟვაძე - ჩვენი გმირი სამხედროების დაღვრილი სისხლით გადავრჩით და არა მხდალი სააკაშვილის, რომელმაც ჯარი მიატოვა
ჩვენი გმირი სამხედროების დაღვრილი სისხლით გადავრჩით და არა მხდალი სააკაშვილის, რომელმაც ჯარი მიატოვა,- ამის შესახებ აჭარის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. რიჟვაძემ 2008 წლის აგვისტოს ომსა და ლაჩრობასთან დაკავშირებით მისი წინა კომენტარიც განმარტა და თქვა, რომ აღნიშნული შეფასება მიხეილ სააკაშვილს და „მის ამფსონებს ეკუთვნის“. "ყველამ ნახა, რომ მთავრობის ანგარიშის განხილვა რადიკალებთან არის ჩვეულებრივი წყლის ნაყვა, ვინაიდან მათ არ აინტერესებთ რეალურად რა კეთდება აჭარაში და არც შედის მათ ინეტერესში აჭარის მოსახლეობის კეთილდღეობა. ნაცვლად ამისა, ჩვენ ვიხილეთ კამპანია, თითქოს ჩვენს გმირ მებრძოლებს, საამაყო ჯარისკაცებს შეურაცხყოფა მივაყენე. კიდევ ერთხელ, მსურს დავუდასტურო ჩემი პატივისცემა და ქედი მოვიხარო ჩვენი თითოეული სამხედროს წინაშე, მათი დედების წინაშე, რომლებმაც გმირი ვაჟკაცები გაუზარდეს ჩვენს სამშობლოს. სწორედ მათი ვაჟკაცობით, მათი თავგანწირვით და დაღვრილი სისხლით გადავრჩით და არა მხდალი და სიმულიანტი სააკაშვილით, რომელმაც ტერიტორიები დაგვაკარგინა, მიატოვა ქართული ჯარი და ხალხი, ბოლოს უკვე ნაბაყოფლობით უარი განაცხადა საქართველოს მოქალაქეობაზე. ჩემი შეფასება ლაჩრობასთან დაკავშირებით, სწორედ მას და მის ამფსონებს ეკუთვნის და ეკუთვნოდა",- განაცხადა რიჟვაძემ. ცნობისთვის, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ მანამდე 2008 წლის აგვისტოს ომს „ლაჩრულად წაგებული ომი“ უწოდა.
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
სასამართლომ საკრებულოსთან გამართულ აქციაზე დაკავებული აქტივისტი, ვასო ბერიძე 5 000 ლარით დააჯარიმა
92 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი ისტორიკოსი თინათინ ქუთელია
MMA-ს მებრძოლი, გიორგი ქართველიშვილი ამბობს, რომ აბულინგებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)