19:49 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-22 10:32:26, 780 ნახვა

საზოგადოება
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ხანძრების პრევენციის მიზნით ახალი ტექნოლოგიები დაინერგება

დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და საერთაშორისო ბიზნესის და ეკონომიკური განვითარების ცენტრს  შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. ანიშნულის შესახენ ინფორმაციას გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მემორანდუმი ითვალისწინებს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის გაძლიერებას ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის და ხანძრების პრევენციის მიმართულებით.

„კერძოდ, ბორჯომ-ხარაგაულის დაცულ ტერიტორიებზე დამონტაჟდება სპეციალური ანძა და კამერები, ასევე, შემუშავდება პროგრამული უზრუნველყოფა, რაც საბოლოო ჯამში ადმინისტრაციას წინასწარი შეტყობინების სახით მიაწვდის ინფორმაციას ხანძრის გაჩენის საფრთხის შესახებ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო აქტიურად მუშაობს დაცულ ტერიტორიებზე თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით როგორც უნიკალური ბუნების მეტად ეფექტიანად დაცვის, ასევე რეინჯერთა სამუშაო პირობების გაუმჯობესების მიზნით”,- აღნიშნულია განცხადებაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ირაკლი კობახიძე – საქართველო და თურქმენეთი სტაბილური და სანდო სავაჭრო პარტნიორები არიან
ახალქალაქში, საკუთარ სახლში, მამაკაცის ცხედარი იპოვეს
ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე დაკავებული ლაშა ფურცხვანიძე ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს
უკრაინის რადამ ახალ პრემიერ-მინისტრად სერგეი კორეცკი დაამტკიცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics