|
2023-06-21 17:02:04, 817 ნახვა
საზოგადოება
პროკურორებისა და პროკურატურის მენეჯერებისთვის ტრენინგები ჩატარდა
საქართველოს პროკურატურისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის ერთობლივი თანამშრომლობის ფარგლებში, გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობების (ფემიციდის) ეფექტიანი გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის შესახებ პროკურორებისა და პროკურატურის მენეჯერებისთვის ტრენინგები ჩატარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, ტრენინგებში მონაწილეობა პროკურატურის იმ დანაყოფების მენეჯერებმა და სპეციალიზებულმა პროკურორებმა მიიღეს, რომლებიც საპროცესო ხელმძღვანელობას ახორციელებენ გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობების (ფემიციდის) სისხლის სამართლის საქმეებზე. "ტრენინგებს საქართველოს გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის და სახალხო დამცველის აპარატის გენდერის დეპარტამენტების წარმომადგენლები უძღვებოდნენ. ტრენინგების ფარგლებში ყურადღება დაეთმო ფემიციდის სახეებს და ტიპებს საერთაშორისო და ეროვნული კანონმდებლობის და პრაქტიკის მიხედვით, ასევე საუბარი შეეხო გენდერულად მგრძნობიარე მართლმსაჯულების განხორციელებას ფემიციდის დანაშაულებზე, საქართველოში არსებულ პრაქტიკას და სტატისტიკას. განიხილეს გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობების სისხლის სამართლის საქმეთა ანალიზი და მონიტორინგის შედეგები. აღნიშნული ტრენინგები საქართველოს პროკურატურის ფემიციდიის წინააღმდეგ ბრძოლის მასშტაბური კამპანიის ნაწილია, რომლის მიზანია ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ფემიციდის პრევენცია. #არაფემიციდს #მკვლელობაისჯებამკაცრად #შეაჩერეფემიციდი #სიყვარულიარკლავს",- აღნიშნულია ინფორმაციაში.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)