|
2023-06-21 15:54:47, 633 ნახვა
პოლიტიკა
ვახტანგ გომელაურმა „საქართველოს კიბერუსაფრთხოების ფორუმი - 2023“-ის მონაწილეებს სიტყვით მიმართა
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა ვახტანგ გომელაურმა "საქართველოს კიბერუსაფრთხოების ფორუმი - 2023" - ში მიიღო მონაწილეობა და ფორუმის დამსწრეებს სიტყვით მიმართა. ღონისძიება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მისასალმებელი სიტყვით გახსნა. შსს-ს ცნობით, ფორუმში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს მთავრობის წევრებმა, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა, დიპლომატიური მისიების და საერთაშორისო ინსტიტუტების წარმომადგენლებმა. ღონისძიებას ასევე დაესწრო და მონაწილეებს სიტყვით მიმართა თურქეთის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს გენერალურმა მდივანმა სეიფულა ჰაჯიმუფთუოღლუმ. შინაგან საქმეთა მინისტრმა, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა ვახტანგ გომელაურმა სიტყვით გამოსვლისას კიბერუსაფრთხოების მიმართულებით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯების მხარდაჭერისთვის პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, ასევე საერთაშორისო პარტნიორებს მადლობა გადაუხადა. ვახტანგ გომელაურმა ფორუმის მნიშვნელობაზე ისაუბრა. „ჩვენი მიზანია, ფორუმის საშუალებით კიდევ უფრო გავაღრმაოთ თანამშრომლობა სტრატეგიულ პარტნიორებთან და ხელი შევუწყოთ ამ სფეროში კრიტიკულად მნიშვნელოვან საკითხებზე დიალოგს. ჩვენ გვყავს უწყებები, რომლებსაც მანდატით აქვთ განსაზღვრული სახელმწიფო რესურსების თუ ეკონომიკის სექტორების კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფა. თითოეული უწყება სწორედ ამ უფლებამოსილების ფარგლებში აქტიურად მუშაობს კიბერ უსაფრთხოების გამოწვევების საპასუხოდ. ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის, ევროკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატების და გაერთიანებული სამეფოს შესაბამისი პროგრამების ფარგლებში საქართველო კიბერუსაფრთხოების მიმართულებით აქტიურად თანამშრომლობს სტრატეგიულ პარტნიორებთან. გამორჩეულია გაერთიანებული სამეფო-საქართველოს კიბერთანამშრომლობის პროგრამა რომელიც აქტიურად ეხმარება საქართველოს სხვადასხვა უწყებებს შესაძლებლობების განვითარებაში. ორდღიანი ღონისძიება ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის ორგანიზებით იმართება. ფორუმის მიზანია კიბერუსაფრთხოების სფეროში არსებული გამოწვევებისა და თანამედროვე მიდგომების შესახებ ინფორმაციის გაზიარება და საერთაშორისო დონეზე, კიბერკომპონენტის საშუალებით, საქართველოს პოზიციონირების გაძლიერება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)