|
2023-06-21 15:10:35, 2179 ნახვა
სხვადასხვა
უკრაინელების მიერ დატყვევებულ ნოდარ ბახტურიძეს საქართველოში დაბრუნება სურს
ეთნიკური ქართველი, რომელიც რუსეთის მხარეს იბრძოდა და უკრაინაში ტყვედ ჩავარდა, ამბობს, რომ მას სურს პოლიტიკური თავშესაფარი საქართველოს ან „ნებისმიერ სხვა დემოკრატიულ ქვეყანას“ სთხოვოს. უკრაინული ტელეარხი FREEDOM ნოდარ ბახტურიძეს ესაუბრა. ვიდეოში გამოსახული მამაკაცი ამბობს, რომ საუბარზე ნებაყოფლობით თანხმობას იძლევა. თუმცა, არ ვიცით, რა ვითარებაში ჩაიწერა ინტერვიუ. ბახტურიძე აცხადებს, რომ რუსეთის კოლონიაში არალეგალურად მსახურობდა. მამაკაცმა გააფორმა კონტრაქტი რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროსთან და კერძო სამხედრო კომპანია "ვეტერანებში" მოხვდა. ამბობს, რომ უკრაინის ტყვეობას საბრძოლო ზონაში მისვლიდან მეორე დღეს ჩაბარდა. „თავდაპირველად ასეთი იდეა მქონდა: დავნებდე და თავშესაფარი მეთხოვა სამშობლოდან, საქართველოდან“, - განაცხადა ბახტურიძემ. მამაკაცი ამბობს, რომ დიდი ხანია ადევნებს თვალს უკრაინის დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას, რადგანაც მისი სამშობლო - „საქართველოც იგივე უბედურებაშია“. პარალელურად იგი 30 წელი ცხოვრობდა რუსეთში. მანამდე ნოდარ ბახტურიძის შესახებ „ექო კავკასიის“ უკვე წერდა. დაჭერიდან მალევე გადაღებულ ვიდეოში მამაკაცმა თქვა, რომ ის იყო ამურის რეგიონის ქალაქ ტინდადან. არაერთი ბლოგერი წერს, რომ ბახტურიძე ქართულ-აფხაზურ ომში მონაწილეობდა. დაიბადა და გაიზარდა კახეთში. მან საშუალო სკოლა სოფელ ნუკრიანში დაამთავრა და სიღნაღში ცხოვრობდა. სავარაუდოდ, ბახტურიძეს საქართველოს მოქალაქეობა არ აქვს.
პოლონეთმა ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო აღლუმი გამართა
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)