06:02 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-21 09:41:17, 1268 ნახვა

სამართალი
შსს - თბილისში რამდენიმე ლოკაციაზე სპეცოპერაცია ჩატარდა - დაკავებულია 8 პირი

თბილისში, რამდენიმე ლოკაციაზე, მათ შორის კოსტავას ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ კლუბში გვიან ღამით სპეცოპერაცია ჩატარდა.

როგორც ცენტრალური კრიმინალური პოლიციის ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების უფროსმა, გრიგოლ გოგოჩაშვილმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას განაცხადა, საპოლიციო ღონისძიების ფარგლებში 8 პირი დააკავეს.

გოგოჩაშვილის თქმით, საქმე თაღლითურ სქემას უკავშირდება.

"სპეციალური საპოლიციო ღონისძიება მიმდინარეობს სხვადასხვა ლოკაციაზე, მათ შორის არის ერთ-ერთი აღნიშნული კლუბი. დაკავებულია 8 პირი. აღნიშნული საპოლიციო ღონისძიება უკავშირდება თაღლითურ სქემას. დამატებითი და დეტალური ინფორმაცია მედიისთვის მოგვიანებით გახდება ცნობილი", - განაცხადა გრიგოლ გოგოჩაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შსს პოლიციელების მიერ ჩადენილ ძალადობის ფაქტებს ადასტურებს
კრიტიკის ცეცხლში მოყოლილი ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის 1.8 მილიარდი დოლარის ოდენობის კომპენსაციის ფონდი დაბლოკა
პაპუაშვილი - პარლამენტში პარტია „საქართველოსთვის“ სახელით მყოფი ხალხი უნდა მიხვდეს, რომ გაქცეული გახარია ამათ დასცინის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics