|
2023-06-20 22:42:27, 879 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - ბავშვებში LGBT პროპაგანდა არის ძალიან დიდი სიბინძურე და კატეგორიულად მიუღებელი
ბავშვებში LGBT პროპაგანდა არის ძალიან დიდი სიბინძურე და კატეგორიულად მიუღებელი, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოში განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის მქონე ადამიანები ყოველთვის იყვნენ, არიან და მომავალშიც იქნებიან და ქვეყნის სხვა მოქალაქეების მსგავსად, მათ იცავს კანონი და სახელმწიფო. „ჩემი ოჯახის წინააღმდეგ აგორებული კამპანია პირველი შემთხვევა არ არის, ხშირია როდესაც პოლიტიკოსების ოჯახის წევრების მიმართ მსგავსი კამპანია და ბულინგი ხორციელდება. კიდევ ერთხელ გავიმეორებ - ბავშვებში LGBT პროპაგანდა არის ძალიან დიდი სიბინძურე და კატეგორიულად მიუღებელი. საქართველოში განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის მქონე ადამიანები ყოველთვის იყვნენ, არიან და მომავალშიც იქნებიან, მაგრამ ყველაზე მთავარი ის არის, რომ ამ ადამიანებს არავის დაცვა არ სჭირდებათ, რადგან ქვეყნის სხვა მოქალაქეების მსგავსად, მათ იცავს კანონი და სახელმწიფო. სექსუალური ორიენტაცია ადამიანების პირადი საქმეა და არავის აქვს უფლება, ჩაერიოს ამაში, თუმცა პროპაგანდა კატეგორიულად მიუღებელია. არაერთხელ მითქვამს და ეს არის ჩემი დამოკიდებულება - ყოველთვის ვიქნები ამის წინააღმდეგი, თუმცა ყოველთვის ვიდგები იქ, რომ ამ ადამიანების უფლებები იყოს დაცული“, - განაცხადა კალაძემ. "ექსპრესნიუსი" ემიჯნება პოლიტიკოსების ჰომოფობიურ განცხადებებს.
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
სასამართლომ საკრებულოსთან გამართულ აქციაზე დაკავებული აქტივისტი, ვასო ბერიძე 5 000 ლარით დააჯარიმა
92 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი ისტორიკოსი თინათინ ქუთელია
MMA-ს მებრძოლი, გიორგი ქართველიშვილი ამბობს, რომ აბულინგებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)