|
2023-06-20 13:47:53, 769 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - ჩვენი ნებისმიერი თანამშრომელი მზადაა, გამოძიების კითხვებს პასუხი გასცეს, თუმცა უნიჭო შოუებში მონაწილეობას არ ვაპირებთ
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მერიის ნებისმიერი თანამშრომელი მზადაა, ვაკის პარკის ტრაგედიასთან დაკავშირებით გამოძიების კითხვებს პასუხი გასცეს, თუმცა "მერია არ აპირებს მონაწილეობა მიიღოს შოუებში, რომელთა დადგმასაც გარკვეული პოლიტიკური ძალები ცდილობენ". ამის შესახებ მერმა ჟურნალისტებს, თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დედაქალაქის მერის მოადგილეების დაბარებასთან დაკავშირებით, დასმულ კითხვაზე საპასუხოდ განუცხადა. „სწორად მოქცეულან, თუ არ მივიდნენ, მე მივესალმები მათ გადაწყვეტილებას, იმიტომ რომ ძალიან მძიმე ტრაგედია მოხდა და ამ საქმესთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. გამოძიების ფარგლებში თუ რაიმე კითხვა არსებობს, ყველას გაეცემა პასუხი. რაც შეეხება იმ ადამიანებს, რომლებიც აღნიშნული საკითხით მანიპულირებას ცდილობენ, საერთოდ არ აინტერესებთ ადამიანის ბედი და ჯანმრთელობა. მათი მთავარი მიზანია, როგორმე რაღაც მოაწყონ, შოუ დადგან. ჩვენ ამის შესაძლებლობას არავის მივცემთ. მიმდინარეობს გამოძიება, თუ გამოძიებიდან გამომდინარე საჭირო გახდება ვინმეს დაკითხვა, მერიის ნებისმიერი თანამშრომელი მზად არის, თუმცა თბილისის მერია ამ უნიჭო შოუებში მონაწილეობას ნამდვილად არ აპირებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
სასამართლომ საკრებულოსთან გამართულ აქციაზე დაკავებული აქტივისტი, ვასო ბერიძე 5 000 ლარით დააჯარიმა
92 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი ისტორიკოსი თინათინ ქუთელია
MMA-ს მებრძოლი, გიორგი ქართველიშვილი ამბობს, რომ აბულინგებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)