|
2023-06-19 13:14:45, 820 ნახვა
პოლიტიკა
სააკაშვილი - პუტინის და მისი მარიონეტების სამხედრო ტყვე ვარ, თუმცა პუტინიც კი უფრო ხშირად აჩენს ნავალნის, ვიდრე ესენი მე
მე ვარ პუტინის და მისი ადგილობრივი მარიონეტების სამხედრო ტყვე, თუმცა პუტინიც კი უფრო ხშირად აჩენს ნავალნის, ვიდრე ესენი მე,- ასე ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე პროცესის გადადებას. როგორც სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, პროცესის არგადადების შემთხვევაში, ხელისუფლების "პროპაგანდა" დაინგრეოდა. "მე დღეს უნდა გამოვსულიყავი ე.წ. სასამართლოს სხდომაზე. სპეციალურად აარჩიეს ე.წ. 7 ნოემბრის და არა პიჯაკების, ან საზღვრის კვეთის საქმე, რადგან ჩათვალეს, რომ PR-ის თვალსაზრისით თავიანთ რუსულ არხებზე ხმაურისთვის, მათთვის უფრო მომგებიანი იქნებოდა. ესეც ვერ გაბედეს! დღეს ხალხი დაინახავდა, რომ მიუხედავად მძიმე ფიზიკური მდგომარეობისა, სულიერად ვერ გამტეხეს და უფრო მხნედ ვარ ვიდრე ოდესმე, რაც დაანგრევდა მათ მთელ პროპაგანდას. „სასამართლო“ გადადეს გაურკვეველი ვადით, მინიმუმ შემოდგომამდე. ესეც კარგად აჩვენებს, რომ რუსული ხელისუფლება ჩამოშლილია, მაგრამ ჩვენ ბრძოლას მოვიგებთ მხოლოდ ერთიანობითა და სიმტკიცით. რა თქმა უნდა, დღევანდელი მაგალითიც ადასტურებს, რომ მე ვარ პუტინის და მისი ადგილობრივი მარიონეტების სამხედრო ტყვე, თუმცა პუტინიც კი უფრო ხშირად აჩენს ნავალნის, ვიდრე ესენი მე. რატომ გეშინიათ ჩემი გამოჩენის? რატომ უფრთხით იმას, რომ ხალხმა თვითონ განსაჯოს თქვენ ხართ მართალი თუ მე? მე თავი გადავდე 2003-შიც, 2008-შიც, როცა არ დავტოვე საქართველო და მსოფლიო ფეხზე დავაყენე საქართველოს გადასარჩენად და 2021 წლიდან მოყოლებული დღემდე, რათა ამ სასიკვდილო განსაცდელისგან ვიხსნა საქართველო. ჩემი ტყვეობა სამარცხვინო ფურცელია საქართველოს ისტორიაში, ისევე, როგორც ნიკა გვარამიას და სხვა პოლიტპატიმრების ციხეში გამომწყვდევა. ქართველმა ხალხმა საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად ეს უსამართლობა რაც შეიძლება მალე უნდა დაასრულოს. საქართველო უნდა დაუბრუნდეს ნორმალურ, დემოკრატიულ, კონკურენტულ პოლიტიკურ პროცესს ძალადობის, პოლიტპატიმრებისა და სხვა რუსული ნაღმების გარეშე",- წერს სააკაშვილი "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე. ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი დღეს უნდა გამართულიყო, თუმცა გადაიდო.
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
სასამართლომ საკრებულოსთან გამართულ აქციაზე დაკავებული აქტივისტი, ვასო ბერიძე 5 000 ლარით დააჯარიმა
92 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი ისტორიკოსი თინათინ ქუთელია
MMA-ს მებრძოლი, გიორგი ქართველიშვილი ამბობს, რომ აბულინგებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)