|
2023-06-17 17:03:42, 1159 ნახვა
პოლიტიკა
ჩეხეთის ელჩი - ზურაბ ჯაფარიძეზე ძალადობას მტკიცედ ვგმობ
მე ნამდვილად მტკიცედ ვგმობ ამ თავდასხმას. იმედი მაქვს, ბატონი ჯაფარიძე კარგად იქნება და ამ ბანაკის მონაწილეებს არაფერი დაუშავდებათ, - ამის შესახებ საქართველოში ჩეხეთის ელჩა, პეტრ მიკისკამ განაცხადა. მისივე თქმით, საზოგადოებაში ძალადობა მიუღებელია მითუმეტეს, როდესაც ეს ხდება პოლიტიკოსების, აქტივისტებისა და ახალგაზრდების წინააღმდეგ. "ჩვენ ნამდვილად ვადევნებთ თვალს მოვლენებს. ეს მოვლენათა აბსოლუტურად საშინელი განვითარებაა. ძალადობა მიუღებელია საზოგადოებაში, კიდევ უფრო მიუღებელია ეს პოლიტიკოსების წინააღმდეგ, აქტივისტების წინააღმდეგ, ახალგაზრდების წინააღმდეგ. შესაბამისად, მე ნამდვილად მტკიცედ ვგმობ ამ თავდასხმას. იმედი მაქვს, ბატონი ჯაფარიძე კარგად იქნება და ამ ბანაკის მონაწილეებს არაფერი დაუშავდებათ", - განაცხადა ჩეხეთის ელჩმა საქართველოში. შეგახსენებთ, გორის სმარტთან "გირჩი-მეტი თავისუფლების" ლიდერს ზურაბ ჯაფარიძეს თავს დაესხნენ, რის შედეგადაც მან თვალის არეში დაზიანება მიიღო. ამის შემდეგ "გირჩი-მეტი თავისუფლებას" პარტიამ გაავრცელა ვიდეო კადრები სადაც ჩანს, რომ ბორჯომში, იმ სასტუმროში სადაც პარტიის ტრენინგი უნდა გამართულიყო, 60-მდე უცნობი პირი მივიდა, რომლებიც შეურაცხმყოფელი სიტყვებითა და აგრესიით გამოირჩევიან. როგორც პარტიის ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, ისინი იმუქრებიან და აცხადებენ, რომ თუ საღამომდე არ დატოვებენ ადგილს უარესს დამართებენ.
WSJ: ტრამპი იმედგაცრუებულია პუტინით ომის სწრაფად მოგების შესახებ მისი დაპირებების შეუსრულებლობის გამო
თინათინ რუხაძე კულტურის მინისტრის თანამდებობას ტოვებს
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ ია მელითაური 5-დღიან პატიმრობაში გაუშვა
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)